1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მოთხოვნები.
2. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩაატაროს მანქანის დათვალიერება აირის შესაძლო გაჟონვის, ჩამკეტი არმატურისა და აირბალონიანი მოწყობილობის გაუმართაობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს აირბალონების სამაგრების საიმედოობა.
3. ხანგრძლივი დროით გაჩერებული ძრავის ჩართვამდე საჭიროა მცირე დროით გაიხსნას ავტოსატრანსპორტო საშუალების კაპოტი აირმოწყობილობის, მილსადენებისა და შეერთებების გამართულობის დადგენის მიზნით.
4. ძრავი
ს ამუშავება შეიძლება მხოლოდ ერთი სახის საწვავზე – აირზე ან ბენზინზე.
5. ძრავი
ს ჩართვა უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) მაღალი წნევის მანომეტრით შემოწმდეს აირის წნევა ბალონებში;
ბ) გაიხსნას გამშვები ვენტილი;
გ) სიჩქარის კოლოფის ბერკეტი მოყვანილ იქნეს ნეიტრალურ მდგომარეობაში;
დ) შემოწმდეს დროსელ-
საფარის ხელით სამართავი ღილაკის მდგომარეობა (იგი უნდა ეთანადებოდეს დროსელ-
საფარის სრულად დახურულ მდგომარეობას);
ე) ჩაირთოს ანთების სისტემა. დაბალი წნევის მანომეტრის საშუალებით უნდა შემოწმდეს, გაიხსნა თუ არა აირის ელექტრომაგნიტური სარქველი და მიეწოდება თუ არა აირი დაბალი წნევის რედუქტორის პირველ საფეხურს;
ვ) ჩაირთოს სტარტერი.
6. ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, დროსელ-
საფარის თანდათანობით გახსნისას ხანდახან შეინიშნება ძრავის ბრუნვის სიხშირის მკვეთრი ვარდნა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დროსელ-
საფარის მკვეთრი გახსნა.
7. ბენზინიდან აირზე ძრავის მუშაობის გადასაყვანად საჭიროა საწვავის სახის გადამრთველი დაყენდეს „0“ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც ტივტივას კამერა დაიცლება ბენზინისაგან (ძრავა არათანაბრად მუშაობს და ქრება), საჭიროა გადამრთველის დაყენება მდგომარეობაში „აირი“. წინასწარ გახსნილი უნდა იყოს გამშვები ვენტილები მანაწილებელ ჯვარედინაზე.
8. აირიდან ბენზინზე ძრავის სამუშაოდ გადაყვანა ხორციელდება უკუთანამიმდევრობით.
9. ბენზინტუმბოს ხელის ბერკეტით კარბურატორში საწვავის მიწოდებისას საჭიროა ჩაირთოს ანთების სისტემა და საწვავის სახის გადამრთველი გადაყვანილ იქნეს მდგომარეობაში „ბენზინი“.
10. თუ ძრავა არ მუშაობს, სხვა სახის საწვავზე გადართვა დასაშვებია იმ პირობით, რომ საწვავი, რომელზედაც ძრავა გაჩერებამდე მუშაობდა, სრულად არის დახარჯული. ამ შემთხვევაში საკმარისია „0“ მდგომარეობიდან საწვავის სახის გადამრთველი გადაყვანილ იქნეს შესაბამის მდგომარეობაში.
11. მოძრაობის დროს აირის სუნის შეგრძნებისთანავე მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს მანქანა, აღმოფხვრას უწესივრობა, თუ ეს შესაძლებელია ან დაკეტოს სახარჯო ვენტილი და მიმართოს სერვისის საწარმოს.
12. აირგასამართ სადგურზე აირბალონების შევსება უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გამოირთოს ძრავა;
ბ) დაიკეტოს გამშვები ვენტილი;
გ) აირგასამართი სადგურის თანამშრომელმა შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთოს გასამართი შლანგი (საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ბუნიკი დახრახნილია ბოლომდე); ბოლომდე გახსნას შემვსები ვენტილი და შეავსოს ბალონები მუშა წნევამდე – 20 მეგპა (200 ატმ); დაკეტოს შემვსები ვენტილი;
დ) შემვსებ ვენტილს მოეხსნას აირშემვსები შლანგი (ეს ოპერაცია უნდა განახორციელოს სადგურის თანამშრომელმა);
ე) ბალონების შევსების შემდეგ თანდათანობით გაიხსნას გამშვები ვენტილი, ჩაირთოს ძრავა და ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოვიდეს აირგასამართი სადგურის ტერიტორიიდან.
13. მძღოლი ვალდებულია:
ა) არ შეავსოს ისეთი ბალონები, რომლებსაც არ გაუვლიათ მორიგი შემოწმება და არა აქვთ შესაბამისი დამღა;
ბ) აირსადენებსა და შეერთებებში ჰერმეტულობის დარღვევის აღმოჩენისას არ შეავსოს ბალონები აირით;
გ) აირით ბალონების შევსებისას გამშვები ვენტილი ჰქონდეს დაკეტილი, ხოლო შემვსები კი – სრულად გაღებული;
დ) ბალონების შევსებისას განერიდოს შემვსებ შლანგს;
ე) არ დაუშვას შეერთებების დამატებითი მოჭერა იმ დროს, როდესაც სისტემაში აირი წნევის ქვეშაა. ასევე არ დაუშვას ამ დროს სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
14. შემვსები შლანგის ჰერმეტიზაციის დარღვევისას საჭიროა დაუყოვნებლივ დაიკეტოს შემვსები ვენტილი, რათა არ მოხდეს ბალონებიდან აირის დაცლა.
15. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის გაჩენისას აუცილებელია მაგისტრალური და ბალონების ონკანების დაუყოვნებლივ დაკეტვა.
16. ალმოდებული აირის ჩაქრობა უნდა მოხდეს ცეცხლსაქრობის, სილის, წყლის ჭავლის ან ქეჩის გამოყენებით. წნევიანი აირის ბალონებს უხვად უნდა მიესხას ცივი წყალი, მათში წნევის მატების თავიდან აცილების მიზნით.
17. აკრძალულია იმ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომლის ძარაში განთავსებული ბალონები, არმატურა და მაერთებელი ელემენტები არ არის მოთავსებული განცალკევებულ ნაკვეთურში, ან ბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები არ არის მოქცეული ადგილობრივ ვენტილირებად გარსაცმში. დამცავი მექანიზმის კონსტრუქცია აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში აირის შეღწევის შესაძლებლობას. მძღოლი პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამცავი მექანიზმის (ნაკვეთურის, გარსაცმის) მთლიანობის დაცვაზე.
18. მძღოლი პასუხისმგებელია აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის (მათ შორის,სახანძრო უსაფრთხოების) წესების შესრულებაზე და ვალდებულია მოსთხოვოს მათ ამ წესების დაცვა.
დანართი №1
სერვისის საწარმოს პასპორტი
სერვისის საწარმოს პასპორტის სატიტულო
ფურცლის ფორმა
ვამტკიცებ
სერვისის საწარმოს ხელმძღვანელი
--------------------------- --------------------
სახელი, გვარი ხელმოწერა
------------ -----------------------------წ.
ბ.ა
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერვისის საწარმოს დასახელება
პ ა ს პ ო რ ტ ი
სერვისის საწარმოს პასპორტის პირველი გვერდის ფორმა
საინფორმაციო მონაცემები
1. სერვისის საწარმოს დასახელება და იურიდიული მისამართი.
2. სერვისის საწარმოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი.
3. სერვისის საწარმოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი.
გვ. 2
1. ნორმატიული დოკუმენტაციის ნუსხა,რომელიც გამოიყენება სერვისის საწარმოს მუშაობაში
2. მოწყობილობით აღჭურვა
№
განსასაზღვრი მახასიათებლების დასახელება
მოწყობილობის დასახელება
მოწყობილობის ტიპი, მარკა, დამამზადებელი ქარხანა, გამოშვების წელი
შენიშვნა
3. საზომი საშუალებებით აღჭურვა
№
განსასაზღვრი მახასიათებლების დასახელება
საზომი საშუალებების დასახელება
საზომი საშუალებების მარკა, მოდელი, დამამზადებელი ქარხანა
ძირითადი მეტროლოგიური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი, ცდომილება)
დამოწმების მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და პერიოდულობა
შენიშვნა
4. სერვისის საწარმოს პერსონალი
№
გვარი, სახელი
თანამდებობა
შესასრულებელი ფუნქცია, ჩასატარებელი სამუშაოები
პერსონალის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა
5. სერვისის საწარმოს შენობა-ნაგებობების მდგომარეობა
№
შენობის დანიშნულება
სპეციალური ან მისადაგებული
ფართობი
სპეციალური მოწყობილობის არსებობა (სათვალიერებელი ორმო, ამწე მოწყობილობა, ვენტილაცია და სხვ.)
შენიშვნა
დანართი №2
აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების
რეგისტრაციის ჟურნალი
სერვისის საწარმოს მიერ ტექნიკურ მოთხოვნებთან
აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის
სავალდებულო ყოველწლიური შეფასების
რეგისტრაციის ჟურნალის სატიტულო ფურცლის
ფ ო რ მ ა
------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერვისის საწარმოს დასახელება, მისამართი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოწმობის ნომერი
ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის
სავალდებულო ყოველწლიური შეფასების
რეგისტრაციის ჟურნალი
აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის სავალდებულო
ყოველწლიური შეფასების რეგისტრაციის
ჟურნალის ფორმა (A 3 ფორმატზე)
№
შესაბამისობის შეფასების თარიღი
აირბალო
ნიანი ავტოსატრა
ნსპორტო საშუალების მფლობელი, სახელი, გვარი
აირბალო ნიანი ავტოსატ რანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი
აირბალო
ნიანი ავტოსატ
რანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტ
რაციო ნომერი
აირბალო
ნიანი ავტოსატ
რანსპორტო საშუალების სარეგის
ტრაციო მოწმობის ნომერი
შესაბამი
სობის ბარათის ნომერი
შესაბამისობის შედეგი
აირბალონიანი ავტოსატრან
სპორტო საშუალების შესაბამისობის ფირნიშის რიგითი ნომერი
აირბალონიანი ავტოსატ
რან
სპორტო საშუალების შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა
ტექნიკურად გამართული
ტექნიკურად გაუმართავი
დანართი №3
აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების
მინიმალური ზომები
აირბალონის ტევადობა, ლიტრი
ჩარჩოს სამაგრი ჭანჭიკების მინიმალური დიამეტრი, მმ
მრგვალი საყელურების მინიმალური ზომები, მმ
ცალუღების სამაგრი ჭანჭიკების დიამეტრი, მმ
ლენტური სამაგრი ცალუღების განივი კვეთის მინიმალური ზომები, მმ
85-მდე
ჩათვლით
X 1.5
X 3.0 ან
X 1.5
85-დან 100-მდე ჩათვლით
X 1.5 ან
X 2.5
X 3
100-დან 150-მდე ჩათვლით
X 2 ან
X 3
X 6
დანართი №4
ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის
შესაბამისობის ბარათი
№ ----------- ------------------------------------------------------------------------------------------------------
სერვისის საწარმოს დასახელება, მისამართი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სერვისის საწარმოს ექსპლუატაციის ნებართვის მონაცემები
პირველადი შეფასება □
განმეორებითი შეფასება □
გაფორმებულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებათან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების“ მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის სერია, ნომერი
აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სახელი, გვარი
ავტოტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ბალონების საქარხნო №
1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონე-ბის იდენტიფიკაცია
1.1 ბალონების შემოწმების დოკუმენტი
□
1.2 ნიშანდება
□
1.3 ზედაპირის დაზიანებები
□
2. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტაცია
2.1 საბაზო გაბარიტები
□
2.2 ღერძზე დატვირთვა
□
2.3 ნაკვეთური
(გარსაცმი)
□
2.4 ცეცხლსაქრობი
□
3. აირბალონიანი მოწყობილობა
3.1 აირბალონიან
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრების სიმტკიცე □
3.2 ელექტრო-
უსაფრთხოება
□
3.3 მაღალი და
დაბალი წნევის რედუქტორები
□
3.4 ელექტო-
მაგნიტური სარქვლები
□
3.5 ვენტილები
□
3.6 შემთბობები
□
3.7 საორთქლებელი
□
3.8 შეერთებები
□
3.9 შემრევები
□
4. აირსადენები
4.1 განლაგება
□
4.2 კვანძებისა
და აგრეგატების სიმტკიცე
□
4.3 ჰერმეტულობა
□
4.4 შეერთებები
□
5. საზომ – საკონტროლო ხელსაწყოები
5.1 მაღალი და დაბალი წნევის მანომეტრები
□
შენიშვნა:
დასკვნა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო □
□
საშუალების გამართულობის შესახებ:
ტექნიკურად გამართულია
ტექნიკურად გაუმართავია
შესაბამისობის შეფასების სამუშაოების
ჩამტარებელი პასუხისმგებელი პირი:
-------------------------
-------------------------
სახელი, გვარი ხელმოწერა
ბ.