დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (23)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №220
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დიპლომატიური სამსახურის გავლის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო
1. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ურთიერთობები, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სამინისტროში დიპლომატიური სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 4. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები
1. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები არიან:
ა) დიპლომატიური თანამდებობის პირი;
ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;
გ) მომსახურე პერსონალი.
11. დიპლომატიური თანამდებობის პირი, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა, წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:
ა) ადმინისტრაციული პერსონალი;
ბ) ტექნიკური პერსონალი;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
13. ადმინისტრაციული პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
14. ტექნიკური პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.
15. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენს მოსამსახურეს, რომელიც მინისტრს ან მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი, მისი სამსახურში მიღებისა და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
თავი II
დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნა
მუხლი 5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი და ზოგადი მოთხოვნები დიპლომატიურ სამსახურში დასანიშნად
1. დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნის უფლების მქონე პირებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომსახურე პერსონალის ხელშეკრულებით აყვანისას.
1 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია, მომსახურე პერსონალი სამუშაოდ მიღებულ იქნეს მინისტრის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ორ უცხო ენას.
3. ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი ან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამავე კანონის შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად არ მოეთხოვება პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი.
4. ტექნიკური პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე.
5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე.
5 1. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს მინისტრი/დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №01-155 - ვებგვერდი, 18.08.2017წ.
მუხლი 6. დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოდ მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები
1. სამინისტროში სამუშაოდ მიღების მსურველმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
კ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ლ) 2 ფოტოსურათი (3X4) და მათი ელექტრონული ვერსია;
მ) კადრების აღრიცხვის ფურცელი.
2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 7. პირი, რომელიც არ მიიღება დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოდ
საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ არ მიიღება პირი, თუ:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
დ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ე) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
თ) ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით და მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ი) პირი სამხედრო ვალდებულია, გარდა კანონით გათვალისწინებული, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შემთხვევებისა.
მუხლი 8. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა
სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 81. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დანიშვნა
1. ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
31. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი.
5. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.
7. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
8. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-280 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 9. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დიპლომატიურ თანამდებობაზე ვაკანსიის შევსების წესი
1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”- „დ”, „ვ”, „ზ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;
ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით;
გ) დიპლომატიური თანამდებობიდან გადაყვანის წესით;
დ) კონკურსის წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 7 ივლისის ბრძანება № 177 - ვებგვერდი, 01.08. 2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 91. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებელად დანიშვნა
1. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. დაუშვებელია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის ხელახალი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.
3. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, ამ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებელს წერილობით უნდა ეცნობოს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 10. გამოსაცდელი ვადა
1. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ და ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე მოსამსახურის დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 12 თვეს, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;
ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის დინება. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.
3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში მითითებული ვადით.
4. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
5. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
6. უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 05.11.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 101. მოხელის შეფასება
1. მოხელე შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ.
2. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება კვარტალში ერთხელ.
3. მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №01-195 - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 11. დიპლომატიურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა
1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამის ან უფრო მაღალ/დაბალ თანამდებობაზე:
ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ბ) შტატების შემცირებისას;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას;
ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;
ვ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;
ზ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა საჭიროებს მოსამსახურის წერილობით თანხმობას.
3. მოსამსახურის გადაყვანის შესახებ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებას განიხილავს და გადაწყვეტილებას გადაყვანის მიზანშეწონილობის თაობაზე იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევისას მოსამსახურე არ დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, თუ ვადაზე ადრე გამოწვევა განხორციელდა ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“, „ კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 12. დიპლომატიურ სამსახურში დაწინაურების წესი
1. დიპლომატიურ სამსახურში დაწინაურების მიზნით, უფრო მაღალ თანამდებობაზე მოსამსახურე შესაძლოა წარადგინოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა/საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
2. დიპლომატიურ სამსახურში უფრო მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული მოსამსახურის კანდიდატურას განიხილავს და გადაწყვეტილებას დაწინაურების მიზანშეწონილობის თაობაზე იღებს სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. მოსამსახურის დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა.
4. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
5. მოხელე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 13. თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება
დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი);
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) სამსახურის ვადა – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება.
მუხლი 14. თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება
1. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ბრძანების გაუქმება, თუ:
ა) თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე წარმოადგინა შესაბამისი განცხადება;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად, გამორიცხავენ თანამდებობაზე დანიშვნას.
2. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა, ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მან მიიღო თანამდებობაზე დანიშვნით.
მუხლი 141. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
1. სამინისტროს ინტერესებიდან ან/და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამსახურეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობას.
2. მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მოსამსახურეს დროებით დააკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.
3. დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დაუშვებელია მოსამსახურისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
5. მოსამსახურისათვის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე მოსამსახურის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
7. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 15. საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2 . საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში , მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ინიშნება საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი .
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით .
4. საქმეთა დროებითი რწმუნებული ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობის პირი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნისას ან შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, საქმეთა დროებით რწმუნებულად ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირი მინისტრის გადაწყვეტილებით და/ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 თებერვლის ბრძანება №01-25 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
თავი III
როტაცია
მუხლი 16. დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაცია
1 . როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში პირის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.
3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ (იანვარი და ივლისი).
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება შესაძლებელია დაიგეგმოს სხვა პერიოდშიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტო ს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 17. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადა
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.
2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.
3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 18. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება
1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ერთ წლამდე ვადით;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გააგრძელოს 1 წლამდე.
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.
2. (ამოღებულია - 27.07.2011, №177) .
3. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მინდობილია მესამე სახელმწიფოსათვის, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
მუხლი 19. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში;
კ) თანამდებობის პირის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში;
ლ) თანამდებობის პირის მიერ მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, დავალებების, მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
მ) თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს დიპლომატიური სამსახურის შემდგომ გაგრძელებაზე;
მ1) ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული (ან მოსალოდნელი) საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას , საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შემთხვევაში , ახორციელებს მინისტრი .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 24 აპრილის ბრძანება №01-84 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
მუხლი 191. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოწვეული პირები
1 . ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვეული თანამდებობის პირი შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სისტემაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე , ასეთის არსებობის შემთხვევაში .
2 . თუ ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვერ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით , კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში , მას ეძლევა მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო .
3 . პირი შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის , ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 20. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩევა და საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება
1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 21. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის ოჯახის წევრების საქმიანობა
დიპლომატიურ წარმომადგებლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება სამუშაოდ მიღებულ იქნენ დიპლომატიურ წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის შემადგენლობაში.
მუხლი 22. მოსამსახურის ვალდებულებები როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულებისას
1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს სამინისტროში გამოწვევის თარიღიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ჩააბაროს მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური და/ან სამსახურებრივი პასპორტი.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამსახურემ მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიურ და/ან სამსახურებრივ პასპორტთან ერთად უნდა ჩააბაროს სამინისტროს მოწმობა და მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
3. სამინისტროში გამოცხადებისას მოსამსახურემ სამინისტროს ხელმძღვანელობას უნდა წარუდგინოს:
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში მისი ფუნქციებისა და მოვალეობების ჩამონათვალი;
ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული დახასიათება.
თავი IV
დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 23. მოსამსახურის უფლებები
მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ) მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები;
გ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ძირითად საქმიანობასთან შეთავსებით, ეწეოდეს პედაგოგიურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას;
ე) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურის შემთხვევაში – როტაციის წესით სამუშაო მივლინების დღიდან მისი გამოწვევის დღემდე, როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა;
ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 24. მოსამსახურის ვალდებულებები
მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესით, სხვა კანონებით, თანამდებობის აღწერით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონება და საქმისწარმოება გადააბაროს უფლებამოსილ პირს;
გ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 25. დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული შეზღუდვები
1. მოსამსახურეს არ აქვს უფლება:
ა) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი, მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს;
ბ) იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას;
გ) ეწეოდეს ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა;
დ) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი დაწესებულების ქონება;
ე) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება მის ახლო ნათესავთან;
ვ) ეწეოდეს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.
2. მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.
3. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.
4. მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში.
5 . მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ოჯახის წევრი , ახლო ნათესავი ან ამ წესის მე -7 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი , კონკურსის წესით დანიშვნის გარდა .
6. მოსამსახურე, მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ვალდებულია თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011წ.
მუხლი 26. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება
1. აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია.
2. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც დავალების შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ;
ბ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის;
გ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
დ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
3. დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში, მოსამსახურემ დავალების მიმცემს უნდა აცნობოს დასაბუთებული წერილობითი ფორმით.
თავი V
დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება
მუხლი 27. დისციპლინური გადაცდომა
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
4. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გგადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 28. წახალისების ფორმები
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის , ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის , განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები :
ა ) მადლობის გამოცხადება ;
ბ ) ერთდროული ფულადი ჯილდო ;
გ ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ;
დ ) დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება .
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა .
მუხლი 29. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი
1. წახალისების ფორმისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით .
11 . მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის 27 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 28 -ე მუხლის „ა” -„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები .
2. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.
21. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წელი არ არის გასული.
3. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
4. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
5.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
6.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
7. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
მუხლი 30. სამსახურიდან გათავისუფლება
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -40 მუხლის მე -2 პუნქტით .
მუხლი 31. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერდება:
ა) შვებულების დროს;
ბ) დროებით შრომისუუნარობის დროს;
გ) დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურის სამსახურისათვის ჩამოშორების შემთხვევაში;
დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში მოსამსახურის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) მოსამსახურის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;
ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;
ზ1) ამ წესის 33-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ, მოსამსახურის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში;
თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოსამსახურის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
თავი VI
სამსახურებრივი მივლინება და შვებულება
მუხლი 32. სამსახურებრივი მივლინების წესი
1. საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ სამინისტროს მოსამსახურის მივლინების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი .
2. მოსამსახურე ვალდებულია მივლინებაში გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგინოს მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი , რომელშიც უნდა აღინიშნოს მივლინების ადგილი , მიზანი , საფუძველი და სამივლინებო ხარჯების გამღები მხარე .
3. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ , მოსამსახურე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს შესაბამის წერილობით ანგარიშს მივლინების პერიოდში გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ .
4 . სამივლინებო ხარჯების ანგარიში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 5 დღის განმავლობაში ბარდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს .
5. საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მივლინების ვადას აგრძელებს მინისტრი .
6. მოხელეებს უფორმდებათ მივლინება საზღვარგარეთ 3 თვემდე ვადით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით , დაკავებული თანამდებობისა და განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .
7. მოსამსახურეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 33. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შვებულება
1. მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3. მოსამსახურეს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შვებულებით ნაწილ-ნაწილ .
4. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ . ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც .
41. საქართველოში შვებულების გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდი განისაზღვრება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დღიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღემდე, ხოლო ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში სამსახურში არყოფნა ითვლება საპატიოდ.
5. ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
6. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ ყოველწლიური შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები , არა უმეტეს საქართველოში გამომგზავრებასთან და საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
მუხლი 34. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა
1. თუ მოსამსახურისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე , მოსამსახურის წერილობითი თანხმობით , დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის .
2. აკრძალულია ერთი და იმავე წლის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ ორჯერ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №263 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 35. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო
1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.
5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.
6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. აღნიშნულ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 351. სოციალური დაცვის სხვა გარანტიები
დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა ან / და მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
მუხლი 352. დახმარება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპულის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
3. სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-329 - ვებგვერდი, 15.12.2015წ.
მუხლი 353. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №01-100 - ვებგვერდი, 25.05.2016წ.
მუხლი 36. მოსამსახურის შვებულება პროფესიული განვითარებისათვის
1. დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობისათვის ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით. .
2. მოსამსახურეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
4. მოსამსახურე, რომლის პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადას, თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში. ამ შემთხვევაში მოსამსახურის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებიდან.
5. მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 361. დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისგან დამოუკიდებლად, ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები პირს უნაზღაურდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, სრულწლოვანი გერი, და და ძმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.თავი VII
დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
მუხლი 37. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
დიპლომატიური სამსახურის რეზერვი (შემდგომში – რეზერვი ) არის იმ პირთა შესახებ მონაცემების ერთობლიობა , რომლებიც თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად .
მუხლი 38. რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებული კატეგორიები
1. რეზერვში ირიცხება :
ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ბ ) ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” და „ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირი , რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;
გ ) პირი , რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი , მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე ;
დ) დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში;
ე ) დიპლომატიური თანამდებობის პირი , რომელიც სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში );
ე1 ) პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი – სამინისტროს საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული , საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით სასწავლებლად გამგზავრებული პირი ;
ზ ) პირი , რომელიც დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან ინიშნება დიპლომატიურ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად , დანიშვნის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
თ ) პირი , რომელიც ამორიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად , შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
ი) პირი რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე წარგზავნის მიზნით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;
ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი ან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურის გადასვლისას სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მოსამსახურე შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში .
21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის/შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღების გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.
22. მოსამსახურე, რომელმაც რეზერვში ყოფნის პერიოდში წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება თავიდან.
3. (ამოღებულია - 27.07.2011, №177).
4. რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით საკონკურსო -საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66-სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.436
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 29 მაისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 4 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 05.11.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 39. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. რეზერვში ინახება ჩარიცხულ მოხელეთა სია და მათი ნამსახურობის ნუსხები .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66 -სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ. 436
მუხლი 40. რეზერვიდან პირის ამორიცხვა
1. რეზერვიდან პირის ამორიცხვა ხდება შემდეგ შემთხვევებში :
ა ) თუ პირი დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ;
ბ ) პირადი განცხადების საფუძველზე ;
გ ) თუ პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა ;
დ ) თუ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ;
ე ) თუ პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს ;
ვ ) (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136);
ზ) რეზერვში ყოფნის ვადის გასვლისას;
თ) პირის გარდაცვალების გამო.
2. თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია ამ პირის ამორიცხვა რეზერვიდან .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №300 - ვებგვერდი, 26.12.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 41. რეზერვში ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება
რეზერვში ყოფნის პერიოდში პირი უფლებამოსილია ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.
მუხლი 42. რეზერვში ყოფნის ვადა
1. რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადაა 3 წელი, გარდა ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული პირებისა.
2. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული პირებისათვის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა შეადგენს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 3 წელს.
მუხლი 43. დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66 -სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ. 436
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.013.808
„ დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დიპლომატიური სამსახურის გავლის თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო 1. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. 2. ურთიერთობები, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სამინისტროში დიპლომატიური სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 3. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებაამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
11. დიპლომატიური თანამდებობის პირი, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა, წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:
13. ადმინისტრაციული პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
14. ტექნიკური პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.
15. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენს მოსამსახურეს, რომელიც მინისტრს ან მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი, მისი სამსახურში მიღებისა და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.11. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია, მომსახურე პერსონალი სამუშაოდ მიღებულ იქნეს მინისტრის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
6. სამინისტროს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის თანამდებობათა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს მინისტრი/დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
ვ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი ან ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მუხლი 81. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დანიშვნა🔗
1. ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2.ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.31. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი. 5. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი. 6. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე. 7. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136). 8. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-280 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ ა“– „ დ“, „ ვ“, „ ზ“ და „ ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;
გ) დიპლომატიური თანამდებობიდან გადაყვანის წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან სამი თვის ვადაში ცხადდება კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე „ დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, პირი შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
მუხლი 91. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებელად დანიშვნა🔗
1. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. დაუშვებელია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის ხელახალი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. 3. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, ამ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებელს წერილობით უნდა ეცნობოს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.1. მინისტრი უფლებამოსილია ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.
3. მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
4. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო.
5. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
6. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სამსახურში პირველად დანიშვნის დროს.
მუხლი 11. დიპლომატიურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა🔗
1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სხვა თანამდებობაზე:
მუხლი 101. მოხელის შეფასება🔗
1. მოხელე შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ. 2. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება კვარტალში ერთხელ. 3. მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №01-195 - ვებგვერდი, 16.10.2017წ. მუხლი 11. დიპლომატიურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა 1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამის ან უფრო მაღალ/დაბალ თანამდებობაზე:გ) ატესტაციის შედეგებიდან გამომდინარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას;
ვ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;
ზ) როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;
4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევისას მოსამსახურე არ დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, თუ ვადაზე ადრე გამოწვევა განხორციელდა ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“, „ კ“, „ ლ“ და „ მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევისას მოსამსახურე არ დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, თუ ვადაზე ადრე გამოწვევა განხორციელდა ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“, „ კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
1. დიპლომატიურ სამსახურში უფრო მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად შეიძლება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ წამოყენებულ იქნეს იმ მოსამსახურის კანდიდატურა, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
4. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი კანდიდატურის წარდგენისას, უპირატესობა ენიჭება იმ მოსამსახურეს, რომელსაც, ატესტაციის შედეგების მიხედვით, უფრო მაღალი შეფასება აქვს.
მუხლი 141. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება🔗
1. სამინისტროს ინტერესებიდან ან/და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამსახურეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობას. 2. მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მოსამსახურეს დროებით დააკისროს: ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება; ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან. 3. დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დაუშვებელია მოსამსახურისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას. 5. მოსამსახურისათვის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე მოსამსახურის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.7. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.2. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების დროებით შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
2 . საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში , მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ინიშნება საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი .
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით .
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, საქმეთა დროებით რწმუნებულად ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს როგორც ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამდებობის პირი, ისე სამინისტროს სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირი მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
მუხლი 16. როტაცია🔗
1. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაო მივლინება, აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა სამინისტროში საქმიანობის გასაგრძელებლად.
1 . როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ – ზაფხულში (ივნის-ივლისში) და ზამთარში (დეკემბერ-იანვარში).
2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.
ა) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ერთ წლამდე ვადით;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მისი მივლინების ვადის გასვლამდე, გაუგრძელოს მივლინების ვადა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს.
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან გენერალური კონსულის მივლინების ვადამდე შეწყვეტისას, შესაბამის მოსამსახურეს მივლინების ვადა უგრძელდება დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის ან ახალი გენერალური კონსულის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებამდე, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მოსამსახურის მივლინების ვადის გაგრძელების ან გაუგრძელებლობის შესახებ იღებს დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი ან ახალი გენერალური კონსული.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.
2. (ამოღებულია - 27.07.2011, №177) .
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „ პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;ზ) თანამდებობის პირის მძიმე ავადმყოფობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
მ1) ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული (ან მოსალოდნელი) საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას , საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შემთხვევაში , ახორციელებს მინისტრი .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 24 აპრილის ბრძანება №01-84 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.მუხლი 191. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოწვეული პირები🔗
1 . ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვეული თანამდებობის პირი შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სისტემაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე , ასეთის არსებობის შემთხვევაში .
2 . თუ ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვერ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით , კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში , მას ეძლევა მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო .
3 . პირი შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის , ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
ე) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურის შემთხვევაში – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხა;
2. მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.
4. მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში.
5. მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.
5 . მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ოჯახის წევრი , ახლო ნათესავი ან ამ წესის მე -7 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი , კონკურსის წესით დანიშვნის გარდა .
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
მუხლი 27. დისციპლინური გადაცდომა🔗
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
4. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გგადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.
1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურის და სამინისტროს დისკრედიტა ციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
2. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირმა, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა ) შენიშვნა ;
ბ ) გაფრთხილება ;
გ ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება ;
დ ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა ;
ე ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა ;
ვ ) სამსახურიდან გათავისუფლება .
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა .
მუხლი 28. წახალისების ფორმები🔗
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის , ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის , განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები :
ა ) მადლობის გამოცხადება ;
ბ ) ერთდროული ფულადი ჯილდო ;
გ ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ;
დ ) დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება .
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა .
მუხლი 29. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი🔗
1. წახალისების ფორმისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით .
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება არ შეიძლება მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში .
11 . მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის 27 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 28 -ე მუხლის „ ა” -„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები .
3. პირს , რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა , შეუძლია დისციპლინური წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურს , რომლის დროსაც მოსამსახურეს უნარჩუნდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგოები და დანამატები .
2. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამკისრებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს მოსამსახურეს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა , თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა , როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ .
21. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წელი არ არის გასული.
5. თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა , იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ .
3. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად . ერთი პირი რჩება იმ თანამდებობის პირთან ან დაწესებულებასთან , რომელმაც ვადამდე ადრე მოუხსნა მოხელეს პასუხისმგებლობა , მეორე პირი კი გადაეცემა მოსამსახურეს .
4. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე ადრე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში .
5.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
6.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
7. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.მუხლი 30. სამსახურიდან გათავისუფლება🔗
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -40 მუხლის მე -2 პუნქტით .
მუხლი 31. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება🔗
მუხლი 31. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება🔗
1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამინისტროს გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან .
2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო , დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია , გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3. სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება :
ა ) მოსამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე , თუ მოსამსახურის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ამის წინააღმდეგი არ არის ;
ბ ) შვებულების დროს ;
გ ) დროებით შრომისუუნარობის დროს ;
დ ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოსამსახურისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას ;
ე ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში , თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ;
ვ ) სამხედრო სამსახურში გაწვევისას , სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის , აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს , თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ;
ზ ) „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 91-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ;
თ ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში .
ზ1) ამ წესის 33-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ, მოსამსახურის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში;
4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება ბრძანებით .
5. „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ა “ და „ვ “ ქვეპუნქტების და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე -4 პუნქტის საფუძველზე , სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება , თუ იგი 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება , შეიტანება მოხელის შრომის წიგნაკში .
მუხლი 32. სამსახურებრივი მივლინების წესი🔗
1. საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ სამინისტროს მოსამსახურის მივლინების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი .
2. მოსამსახურე ვალდებულია მივლინებაში გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგინოს მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი , რომელშიც უნდა აღინიშნოს მივლინების ადგილი , მიზანი , საფუძველი და სამივლინებო ხარჯების გამღები მხარე .
3. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ , მოსამსახურე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს შესაბამის წერილობით ანგარიშს მივლინების პერიოდში გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ .
4. სამივლინებო ხარჯების ანგარიში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 5 დღის განმავლობაში ბარდება სამინისტროს შესაბამის სამსახურს .
4 . სამივლინებო ხარჯების ანგარიში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 5 დღის განმავლობაში ბარდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს .
5. საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მივლინების ვადას აგრძელებს მინისტრი .
6. მოხელეებს უფორმდებათ მივლინება საზღვარგარეთ 3 თვემდე ვადით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით , დაკავებული თანამდებობისა და განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .
7. მოსამსახურეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით .
მუხლი 33. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შვებულება🔗
1. მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით .
2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3. მოსამსახურეს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შვებულებით ნაწილ-ნაწილ .
4. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ . ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც .
5. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი , შვებულება ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო , შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო .
41. საქართველოში შვებულების გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდი განისაზღვრება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დღიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღემდე, ხოლო ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში სამსახურში არყოფნა ითვლება საპატიოდ.
6. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ ყოველწლიური შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები , არა უმეტეს საქართველოში გამომგზავრებასთან და საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა .
მუხლი 34. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა🔗
1. თუ მოსამსახურისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე , მოსამსახურის წერილობითი თანხმობით , დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის .
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში .
მუხლი 35. შვებულება ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო , შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო🔗
1. მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით .
მუხლი 35. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო🔗
2. ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე , ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე .
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება მოსამსახურეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე .
4. მოსამსახურეს , რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ბავშვი , თავისი მოთხოვნის საფუძველზე , ეძლევა ანაზღურებადი შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო 70 კალენდარული დღის ოდენობით .
5. მოსამსახურეს თავისივე თხოვნით , უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ , მაგრამ არანაკლებ 2 კვირისა წელიწადში , ეძლევა არაანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით , სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი .
6. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს , რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს .
7. მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით , კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად , მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია .
8. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას ანაზღაურებს სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში .
9. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი .
10. ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის , ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
მუხლი 36. სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად🔗
მუხლი 351. სოციალური დაცვის სხვა გარანტიები🔗
1. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით , მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით ეძლევა სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით .
2. საზღვარგარეთ 3 თვიდან 1 წლამდე ვადით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით , მოსამსახურეებს უფორმდებათ უხელფასო შვებულება .
მუხლი 352. დახმარება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპულის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. 2. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა. 3. სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-329 - ვებგვერდი, 15.12.2015წ.მუხლი 353. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება🔗
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №01-100 - ვებგვერდი, 25.05.2016წ.მუხლი 36. მოსამსახურის შვებულება პროფესიული განვითარებისათვის🔗
1. დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობისათვის ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით. .
2. მოსამსახურეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია. 4. მოსამსახურე, რომლის პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადას, თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში. ამ შემთხვევაში მოსამსახურის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებიდან. 5. მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.მუხლი 361. დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო🔗
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისგან დამოუკიდებლად, ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები პირს უნაზღაურდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, სრულწლოვანი გერი, და და ძმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.მუხლი 37. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი🔗
დიპლომატიური სამსახურის რეზერვი (შემდგომში – რეზერვი ) არის იმ პირთა შესახებ მონაცემების ერთობლიობა , რომლებიც თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად .
მუხლი 38. რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებული კატეგორიები🔗
1. რეზერვში ირიცხება :
ა ) პირი , რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის , შტატების შემცირების , ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ;
ბ ) ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ა “–„დ “, „ვ “, „ზ “ და „ნ “ ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირი , რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე ;
ბ ) ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” და „ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირი , რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;
გ ) პირი , რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი , მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე ;
დ ) დიპლომატიური თანამდებობის პირი , რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ;
დ) დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში;
ე ) დიპლომატიური თანამდებობის პირი , რომელიც სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში );
ე1 ) პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი – სამინისტროს საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული , საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით სასწავლებლად გამგზავრებული პირი ;
ზ ) პირი , რომელიც დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან ინიშნება დიპლომატიურ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად , დანიშვნის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
თ ) პირი , რომელიც ამორიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად , შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე .
თ ) პირი , რომელიც ამორიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად , შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი ან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.2. საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურის გადასვლისას სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მოსამსახურე შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში .
3. მოსამსახურემ , რომელიც ექვემდებარება რეზერვში ჩარიცხვას , უნდა წარადგინოს განცხადება რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და შრომის წიგნაკი .
21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის/შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღების გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.
22. მოსამსახურე, რომელმაც რეზერვში ყოფნის პერიოდში წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება თავიდან.
3. (ამოღებულია - 27.07.2011, №177).4. რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით საკონკურსო -საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე .
მუხლი 39. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი🔗
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონკურსო -საატესტაციო კომისია .
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. რეზერვში ინახება ჩარიცხულ მოხელეთა სია და მათი ნამსახურობის ნუსხები .
მუხლი 40. რეზერვიდან პირის ამორიცხვა🔗
1. რეზერვიდან პირის ამორიცხვა ხდება შემდეგ შემთხვევებში :
ა ) თუ პირი დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ;
ბ ) პირადი განცხადების საფუძველზე ;
გ ) თუ პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა ;
დ ) თუ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ;
ე ) თუ პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს ;
ვ ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე ;
ვ ) (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136);
ზ) რეზერვში ყოფნის ვადის გასვლისას.
2. თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, ექვემდებარება რეზერვიდან ამორიცხვას.
2. თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია ამ პირის ამორიცხვა რეზერვიდან .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №300 - ვებგვერდი, 26.12.2011 წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
+
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №220
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დიპლომატიური სამსახურის გავლის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო🔗
1. დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ურთიერთობები, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები🔗
სამინისტროში დიპლომატიური სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 4. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები🔗
1. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები არიან:
ა) დიპლომატიური თანამდებობის პირი;
ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;
გ) მომსახურე პერსონალი.
11. დიპლომატიური თანამდებობის პირი, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა, წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:
ა) ადმინისტრაციული პერსონალი;
ბ) ტექნიკური პერსონალი;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
13. ადმინისტრაციული პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომლის სამსახურის გავლის პირობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
14. ტექნიკური პერსონალი წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შრომის ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.
15. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი წარმოადგენს მოსამსახურეს, რომელიც მინისტრს ან მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პროფესიული საჯარო მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი, მისი სამსახურში მიღებისა და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნა
მუხლი 5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი და ზოგადი მოთხოვნები დიპლომატიურ სამსახურში დასანიშნად🔗
1. დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნის უფლების მქონე პირებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომსახურე პერსონალის ხელშეკრულებით აყვანისას.
11. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია, მომსახურე პერსონალი სამუშაოდ მიღებულ იქნეს მინისტრის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დიპლომატიურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ორ უცხო ენას.
3. ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი ან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გარდა იმ პირებისა, ვისაც ამავე კანონის შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად არ მოეთხოვება პროფესიული საჯარო მოხელის სერტიფიკატი.
4. ტექნიკური პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე.
5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე შეიძლება ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებულ იქნეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე.
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს მინისტრი/დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №01-155 - ვებგვერდი, 18.08.2017წ.
მუხლი 6. დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოდ მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. სამინისტროში სამუშაოდ მიღების მსურველმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
კ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ლ) 2 ფოტოსურათი (3X4) და მათი ელექტრონული ვერსია;
მ) კადრების აღრიცხვის ფურცელი.
2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 7. პირი, რომელიც არ მიიღება დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოდ🔗
საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ არ მიიღება პირი, თუ:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
დ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ე) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
თ) ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით და მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ი) პირი სამხედრო ვალდებულია, გარდა კანონით გათვალისწინებული, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შემთხვევებისა.
მუხლი 8. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა🔗
სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 81. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დანიშვნა🔗
1. ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
31. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი.
5. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლებელია წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.
7. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
8. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-280 - ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 9. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დიპლომატიურ თანამდებობაზე ვაკანსიის შევსების წესი🔗
1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”- „დ”, „ვ”, „ზ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;
ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით;
გ) დიპლომატიური თანამდებობიდან გადაყვანის წესით;
დ) კონკურსის წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 2 7 ივლისის ბრძანება № 177 - ვებგვერდი, 01.08. 2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 91. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებელად დანიშვნა🔗
1. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. დაუშვებელია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის ხელახალი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.
3. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, ამ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებელს წერილობით უნდა ეცნობოს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 10. გამოსაცდელი ვადა🔗
1. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ და ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე მოსამსახურის დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 12 თვეს, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;
ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის დინება. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.
3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში მითითებული ვადით.
4. მოსამსახურის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
5. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
6. უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №130 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 05.11.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 101. მოხელის შეფასება🔗
1. მოხელე შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ.
2. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება კვარტალში ერთხელ.
3. მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №01-195 - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 11. დიპლომატიურ სამსახურში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა🔗
1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამის ან უფრო მაღალ/დაბალ თანამდებობაზე:
ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ბ) შტატების შემცირებისას;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას;
ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;
ვ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;
ზ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა საჭიროებს მოსამსახურის წერილობით თანხმობას.
3. მოსამსახურის გადაყვანის შესახებ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებას განიხილავს და გადაწყვეტილებას გადაყვანის მიზანშეწონილობის თაობაზე იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევისას მოსამსახურე არ დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, თუ ვადაზე ადრე გამოწვევა განხორციელდა ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ ი“, „ კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 12. დიპლომატიურ სამსახურში დაწინაურების წესი🔗
1. დიპლომატიურ სამსახურში დაწინაურების მიზნით, უფრო მაღალ თანამდებობაზე მოსამსახურე შესაძლოა წარადგინოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა/საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
2. დიპლომატიურ სამსახურში უფრო მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული მოსამსახურის კანდიდატურას განიხილავს და გადაწყვეტილებას დაწინაურების მიზანშეწონილობის თაობაზე იღებს სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. მოსამსახურის დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა.
4. (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136).
5. მოხელე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 13. თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება🔗
დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი);
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) სამსახურის ვადა – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება.
მუხლი 14. თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება🔗
1. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ბრძანების გაუქმება, თუ:
ა) თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე წარმოადგინა შესაბამისი განცხადება;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად, გამორიცხავენ თანამდებობაზე დანიშვნას.
2. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა, ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მან მიიღო თანამდებობაზე დანიშვნით.
მუხლი 141. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქციების დაკისრება🔗
1. სამინისტროს ინტერესებიდან ან/და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამსახურეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობას.
2. მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მოსამსახურეს დროებით დააკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.
3. დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დაუშვებელია მოსამსახურისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
5. მოსამსახურისათვის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე მოსამსახურის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
7. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 15. საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა🔗
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2 . საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში , მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ინიშნება საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი .
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით .
4. საქმეთა დროებითი რწმუნებული ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობის პირი.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნისას ან შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, საქმეთა დროებით რწმუნებულად ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირი მინისტრის გადაწყვეტილებით და/ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 9 თებერვლის ბრძანება №01-25 - ვებგვერდი, 09.02.2016წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
როტაცია
მუხლი 16. დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაცია🔗
1 . როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში პირის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.
3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ (იანვარი და ივლისი).
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება შესაძლებელია დაიგეგმოს სხვა პერიოდშიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტო ს ბრძანება №204 - ვებგვერდი, 31.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
მუხლი 17. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადა🔗
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.
2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.
3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 18. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება🔗
1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ერთ წლამდე ვადით;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გააგრძელოს 1 წლამდე.
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.
2. (ამოღებულია - 27.07.2011, №177) .
3. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მინდობილია მესამე სახელმწიფოსათვის, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 ივნისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 25.07.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
მუხლი 19. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები🔗
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას;
ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „ პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებისას;
დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას;
ზ) თანამდებობის პირის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება;
თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას;
ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში;
კ) თანამდებობის პირის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში;
ლ) თანამდებობის პირის მიერ მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, დავალებების, მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
მ) თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს დიპლომატიური სამსახურის შემდგომ გაგრძელებაზე;
მ1) ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული (ან მოსალოდნელი) საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროს ხელმძღვანელობის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
3 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას , საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შემთხვევაში , ახორციელებს მინისტრი .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 24 აპრილის ბრძანება №01-84 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
მუხლი 191. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოწვეული პირები🔗
1 . ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვეული თანამდებობის პირი შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სისტემაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე , ასეთის არსებობის შემთხვევაში .
2 . თუ ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვერ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით , კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში , მას ეძლევა მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო .
3 . პირი შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის , ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 20. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩევა და საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება🔗
1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 21. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის ოჯახის წევრების საქმიანობა🔗
დიპლომატიურ წარმომადგებლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება სამუშაოდ მიღებულ იქნენ დიპლომატიურ წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის შემადგენლობაში.
მუხლი 22. მოსამსახურის ვალდებულებები როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულებისას🔗
1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს სამინისტროში გამოწვევის თარიღიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ჩააბაროს მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური და/ან სამსახურებრივი პასპორტი.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამსახურემ მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიურ და/ან სამსახურებრივ პასპორტთან ერთად უნდა ჩააბაროს სამინისტროს მოწმობა და მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
3. სამინისტროში გამოცხადებისას მოსამსახურემ სამინისტროს ხელმძღვანელობას უნდა წარუდგინოს:
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში მისი ფუნქციებისა და მოვალეობების ჩამონათვალი;
ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული დახასიათება.
დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 23. მოსამსახურის უფლებები🔗
მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ) მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები;
გ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ძირითად საქმიანობასთან შეთავსებით, ეწეოდეს პედაგოგიურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას;
ე) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურის შემთხვევაში – როტაციის წესით სამუშაო მივლინების დღიდან მისი გამოწვევის დღემდე, როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა;
ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 24. მოსამსახურის ვალდებულებები🔗
მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესით, სხვა კანონებით, თანამდებობის აღწერით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) შვებულებაში გასვლამდე, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონება და საქმისწარმოება გადააბაროს უფლებამოსილ პირს;
გ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) დაიცვას დაწესებულების შინაგანაწესი;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 25. დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული შეზღუდვები🔗
1. მოსამსახურეს არ აქვს უფლება:
ა) იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი, მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს;
ბ) იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას;
გ) ეწეოდეს ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა;
დ) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი დაწესებულების ქონება;
ე) როგორც საჯარო მოსამსახურემ, დადოს ქონებრივი გარიგება მის ახლო ნათესავთან;
ვ) ეწეოდეს ნებისმიერ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.
2. მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები.
3. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.
4. მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი), კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და პირობებში.
5 . მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ოჯახის წევრი , ახლო ნათესავი ან ამ წესის მე -7 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი , კონკურსის წესით დანიშვნის გარდა .
6. მოსამსახურე, მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი ვალდებულია თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011წ.
მუხლი 26. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება🔗
1. აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი:
ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია.
2. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა, იმ შემთხვევისა, როდესაც დავალების შესრულება:
ა) მიმართული იქნებოდა მისი მეუღლის, მშობლის, ძმის, დის, შვილის ან სხვა ახლობელ ადამიანთა წინააღმდეგ;
ბ) წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის;
გ) არ იძლევა ბავშვთა აღზრდისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
დ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას, ვიდრე მას აქვს.
3. დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში, მოსამსახურემ დავალების მიმცემს უნდა აცნობოს დასაბუთებული წერილობითი ფორმით.
დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება
მუხლი 27. დისციპლინური გადაცდომა
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
4. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გგადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 28. წახალისების ფორმები🔗
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის , ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის , განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები :
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები :
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება;
ე) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი – სამინისტროს მედლით დაჯილდოება.
11. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – სამინისტროს მედლის ნიმუში, დაჯილდოების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
ა ) მადლობის გამოცხადება ;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №01-264 - ვებგვერდი, 21.11.2018წ.
ბ ) ერთდროული ფულადი ჯილდო ;
გ ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ;
დ ) დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება .
2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა .
მუხლი 29. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი🔗
1. წახალისების ფორმისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით .
11 . მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის 27 -ე მუხლის მე -3 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 28 -ე მუხლის „ ა” -„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები .
2. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცედურა განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების დაწყების პროცედურისა.
21. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 5 წელი არ არის გასული.
3. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
4. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
5.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
6.(ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
7. (ამოღებულია- 30.06.2017, №01-136) .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
მუხლი 30. სამსახურიდან გათავისუფლება🔗
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -40 მუხლის მე -2 პუნქტით .
მუხლი 31. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება🔗
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერდება:
ა) შვებულების დროს;
ბ) დროებით შრომისუუნარობის დროს;
გ) დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურის სამსახურისათვის ჩამოშორების შემთხვევაში;
დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში მოსამსახურის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) მოსამსახურის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;
ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოსამსახურისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;
ზ1) ამ წესის 33-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ, მოსამსახურის საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში;
თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოსამსახურის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.
4. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08. 2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
სამსახურებრივი მივლინება და შვებულება
მუხლი 32. სამსახურებრივი მივლინების წესი🔗
1. საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ სამინისტროს მოსამსახურის მივლინების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი .
2. მოსამსახურე ვალდებულია მივლინებაში გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგინოს მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი , რომელშიც უნდა აღინიშნოს მივლინების ადგილი , მიზანი , საფუძველი და სამივლინებო ხარჯების გამღები მხარე .
3. მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ , მოსამსახურე მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს შესაბამის წერილობით ანგარიშს მივლინების პერიოდში გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ .
4 . სამივლინებო ხარჯების ანგარიში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ 5 დღის განმავლობაში ბარდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს .
5. საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მივლინების ვადას აგრძელებს მინისტრი .
6. მოხელეებს უფორმდებათ მივლინება საზღვარგარეთ 3 თვემდე ვადით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით , დაკავებული თანამდებობისა და განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .
7. მოსამსახურეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.
მუხლი 33. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შვებულება🔗
1. მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3. მოსამსახურეს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შვებულებით ნაწილ-ნაწილ .
4. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ . ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით , მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც .
41. საქართველოში შვებულების გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდი განისაზღვრება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დღიდან საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღემდე, ხოლო ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში სამსახურში არყოფნა ითვლება საპატიოდ.
5. ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
6. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ ყოველწლიური შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები , არა უმეტეს საქართველოში გამომგზავრებასთან და საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
მუხლი 34. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა🔗
1. თუ მოსამსახურისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე , მოსამსახურის წერილობითი თანხმობით , დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის .
2. აკრძალულია ერთი და იმავე წლის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ ორჯერ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №263 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 35. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო🔗
1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.
3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.
5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.
6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. აღნიშნულ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 351. სოციალური დაცვის სხვა გარანტიები🔗
დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა ან / და მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
მუხლი 352. დახმარება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპულის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
3. სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №01-329 - ვებგვერდი, 15.12.2015წ.
მუხლი 353. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება🔗
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №01-100 - ვებგვერდი, 25.05.2016წ.
მუხლი 36. მოსამსახურის შვებულება პროფესიული განვითარებისათვის🔗
1. დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობისათვის ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით. .
2. მოსამსახურეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, შრომითი გასამრჯელოს შენარჩუნების გარეშე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
4. მოსამსახურე, რომლის პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადას, თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში. ამ შემთხვევაში მოსამსახურის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებიდან.
5. მოსამსახურის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 361. დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო🔗
1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისგან დამოუკიდებლად, ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები პირს უნაზღაურდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, სრულწლოვანი გერი, და და ძმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 იანვრის ბრძანება №01-3- ვებგვერდი, 10.01.2018წ.
დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
მუხლი 37. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი🔗
დიპლომატიური სამსახურის რეზერვი (შემდგომში – რეზერვი ) არის იმ პირთა შესახებ მონაცემების ერთობლიობა , რომლებიც თავისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით წარმოადგენენ რეალურ კანდიდატებს დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად .
მუხლი 38. რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებული კატეგორიები🔗
1. რეზერვში ირიცხება :
ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ბ ) ამ წესის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„დ” და „ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირი , რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;
გ ) პირი , რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი , მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე ;
დ) დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში;
ე ) დიპლომატიური თანამდებობის პირი , რომელიც სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში );
ე1 ) პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი – სამინისტროს საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული , საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით სასწავლებლად გამგზავრებული პირი ;
ზ ) პირი , რომელიც დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან ინიშნება დიპლომატიურ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის მოვალეობის შემსრულებლად , დანიშვნის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
თ ) პირი , რომელიც ამორიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად , შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ვადის გასვლამდე მისი თანხმობის საფუძველზე ;
ი) პირი რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე წარგზავნის მიზნით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;
ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი ან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურის გადასვლისას სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მოსამსახურე შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში .
21. მოსამსახურე, რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პერსონალისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის/შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღების გამო, ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაირიცხოს რეზერვში.
22. მოსამსახურე, რომელმაც რეზერვში ყოფნის პერიოდში წარმატებით გაიარა კონკურსი, მაგრამ ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება თავიდან.
3. (ამოღებულია - 27.07.2011, №177).
4. რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით საკონკურსო -საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66-სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ.436
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 29 მაისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 4 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №239 - ვებგვერდი, 05.11.2013წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 39. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი🔗
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
2. რეზერვში ინახება ჩარიცხულ მოხელეთა სია და მათი ნამსახურობის ნუსხები .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66 -სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ. 436
მუხლი 40. რეზერვიდან პირის ამორიცხვა🔗
1. რეზერვიდან პირის ამორიცხვა ხდება შემდეგ შემთხვევებში :
ა ) თუ პირი დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ;
ბ ) პირადი განცხადების საფუძველზე ;
გ ) თუ პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა ;
დ ) თუ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ;
ე ) თუ პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს ;
ვ ) (ამოღებულია - 30.06.2017, №01-136);
ზ) რეზერვში ყოფნის ვადის გასვლისას;
თ) პირის გარდაცვალების გამო.
2. თუ რეზერვში ჩარიცხულ პირს შეეთავაზა შესაბამისი თანამდებობა და იგი უარს აცხადებს ამ თანამდებობის დაკავებაზე, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია ამ პირის ამორიცხვა რეზერვიდან .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №300 - ვებგვერდი, 26.12.2011 წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №01-136 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.
მუხლი 41. რეზერვში ყოფნის პერიოდში ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება🔗
რეზერვში ყოფნის პერიოდში პირი უფლებამოსილია ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში.
მუხლი 42. რეზერვში ყოფნის ვადა🔗
1. რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადაა 3 წელი, გარდა ამ წესის მე-20 მუხლით განსაზღვრული პირებისა.
2. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული პირებისათვის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა შეადგენს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 3 წელს.
მუხლი 43. დიპლომატიური სამსახურის აქტიური რეზერვი🔗
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
2. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანამდებობათა ნუსხა, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხას ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 მარტის ბრძანება №66 -სსმ III, №30, 19.03.2010წ., მუხ. 436
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №01-152 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №220, 18.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.013.808 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87442-21/