საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2009 ბოლო ცვლილება 15.05.2025
ნომერი
№780
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.856
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №780

2009 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის მიღების უფლებით სარგებლობენ საგამოძიებო სამსახურის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

1​1. დაუწესდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული (სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოსამსახურეების კვების ულუფის ფინანსური კომპენსაცია განისაზღვროს 70.0 ლარის ოდენობით.

4. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გარანტიები ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე, ამავე კანონით განსაზღვრული ოდენობების და წესის შესაბამისად.

5. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე შესაძლებელია გაიცეს დანამატი ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის ან/და კორუფციული გარიგების გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში (რაც მოიცავს დანაშულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან), საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი დანამატი შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) წამყვან საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ  თანამშრომელზე – არაუმეტეს 7000 ლარი;

ბ)  უფროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 6000 ლარი;

გ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 5000 ლარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №240 - ვებგვერდი, 14.08.2014წ.

​საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 09.02.2018წ.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   პ. პეტრიაშვილი

დანართი № 1

დანამატები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებებისათვის

 

სახელმწიფო სპეციალური წოდება

დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის (ლარი)

გენერალ-მაიორი

100.00

პოლკოვნიკი

70.00

ვიცე-პოლკოვნიკი

60.00

მაიორი

50.00

კაპიტანი

40.00

უფროსი ლეიტენანტი

30.00

ლეიტენანტი

25.00

უმცროსი ლეიტენანტი

20.00

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“, №780, 27.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.856 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87670-3/