ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1067
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესით განსაზღვრულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო
1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს უმაღლესი განათლება – დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება ან იღებენ უმაღლეს განათლებას.
2. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე.
მუხლი 3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
თავი II. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
მუხლი 4. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.
მუხლი 5. განცხადების განხილვის წესი
1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. მოწმეზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
4. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აღნიშნულ საკითხზე, ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარადგენს დასკვნას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ გავლილ საგნებში მიღებული შეფასებები არ შეესაბამება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი) გათვალისწინებულ შეფასების სისტემას, დაწესებულება ახდენს დაინტერესებული პირის მიერ მიღებული შეფასებების გადაყვანას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესით დადგენილი შეფასების სისტემით გათვალისწინებულ შეფასებებზე.
7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. შეფასებისას გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.
მუხლი 6. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დასკვნის მიღების შემდეგ ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც:
ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას;
ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.
2. ცენტრი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღება ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ ინფორმაციას.
3. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, ინფორმაციას მიღებული უმაღლესი განათლების, მათ შორის, გავლილი საგნების, მიღებული შეფასებებისა და კრედიტების შესახებ.
მუხლი 7. საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად.
2. საქართველოს მოქალაქე სწავლის გაგრძელების მიზნით დაწესებულებას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი.
3. დაწესებულება, ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, განიხილავს საქართველოს მოქალაქის განცხადებას, ამოწმებს მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან და იღებს გადაწყვეტილებას გავლილი საგნების ცნობისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
4. დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ცენტრს.
თავი III. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების ვადა
მუხლი 8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების ვადა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
+
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო🔗
მუხლი 2. წესის მოქმედების სფერო🔗
2. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 1990 წლიდან უმაღლესი განათლება მიღებულია სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 07.12.2016წ.
მუხლი 4. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა🔗
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქართულ ან აფხაზურ ენაზე შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში –დოკუმენტს, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
დ) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.
2. დაინტერესებული პირის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო) შეთანხმებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 12.01.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 18 ივნისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 20.06.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16 აპრილის ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 17.04.2024 წ.
1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, შესაძლებლობის შემთხვევაში უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
11. აფხაზურ ენაზე შედგენილი განცხადების ქართულ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფს ცენტრი.
31. დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტის დადასტურების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან საერთაშორისო ორგანიზაციისაგან.
4. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში ცენტრი განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების თავსებადობის შესახებ დასკვნის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.
5. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გამოცდის ჩატარების გზით, ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდას დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. შეფასებისას გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.
71. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მიმდინარეობის მონიტორინგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 07.12.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 12.01.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 18 ივნისის ბრძანება №94/ნ - ვებგვერდი, 20.06.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.
მუხლი 7. საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება🔗
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად.
4. დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინოს სამინისტროსა და ცენტრს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 12.01.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 16 აპრილის ბრძანება №89/ნ - ვებგვერდი, 17.04.2024 წ.
მუხლი 8. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების ვადა🔗
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1067. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.22.022.013.869.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2024.
- სად არის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, №1067, 01.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.869 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87712/