1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოლოგიური განათლების და მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;
გ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 5. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 30. ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
- მუხლი 32. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
- მუხლი 20. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი
- მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება
- მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. ყორუღის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009. გამოქვეყნება: სსმ, 151, 11/12/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 3, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-3-3/