საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2009 ძალადაკარგული 28.12.2010
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
480.040.000.22.030.013.974
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.013.974

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №267

2009 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

“დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის “გ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) “ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1);

ბ) “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანართი №2);

გ) “ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №3).

დ) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის მიხედვით (დანართი №4 და დანართი №5).

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

2. საპროგნოზო სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1.7 ლარი და 1 ევრო – 2,5 ლარი.

3. საანგარიშგებო პერიოდში №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2425 ევროსა და 3395 აშშ დოლარის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ:

ა) მგზავრობის ღირებულება – “ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე იმ პერიოდისათვის არსებული დადგენილი ტარიფების მიხედვით (ერთი ან ორი მიმართულებით);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარ-ჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება “ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.

6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სატრანსპორტო, მაკლერის და სხვა ხარჯები);

გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).

7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა.

8. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება:

ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);

ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – “ეკონომ“-კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას “ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით;

გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე ბრძანების მე-9 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

10. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში მოსამსახურის მიერ შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მოსამსახურეს.

11. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ “ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოში მგზავრობის ღირებულების “ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების ფარგლებში.

12. მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

13. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-15 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.

14. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    15. ამ ბრძანების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საავანსო თანხა დაბრუნებულ უნდა იქნ ე ს მიმდინარე წლის ბოლომდე არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში (როდესაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საავანსო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ერთი თვის ანაზღაურების ოდენობას) შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

  15​1. ამ ბრძანების მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ საავანსო თანხის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

16. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №211 ბრძანება.

17. ამ ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

18. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

19. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი გ. ბოკერია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანება  №147-სსმ III, №77, 01.07.2010წ; მუხ.1129

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:

ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;

ე) ბინის ინვენტარი;

ვ) სამედიცინო დაზღვევა;

ზ) განათლების ხარჯები;

თ) სატრანსპორტო ხარჯები;

ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;

ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:

ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი.

    მუხლი 3

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებუ-ლებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:

S = D + (– T + F)

სადაც:

D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;

F – ბინის ქირის სუბსიდია.

 ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:

D = (H xA xK ) x (100+Cx Q )%

სადაც:

H არის საბაზისო თანხა;

A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;

K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;

C – ოჯახის წევრთა რაოდენობა

Q –ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 7%).

გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:

T = D x E

სადაც:

D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;

E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.

დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:

დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:

G = 0 = F

დ.ბ). იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:

F = T

დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:

დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;

დ.გ.ბ) დიპდიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.

    მუხლი 4

1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურის ოჯახის ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს მათ შორის ერთ-ერთმა.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ხორციელდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება დიპლომატიური დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამი დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

 

დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები

 

N

თანამდებობის დასახელება

მაჩვენებელი პროცენტებში

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგნიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი

100

2

საქართველოს გენერალური კონსული

80

3

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

75

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

70

5

მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი

65

6

ვიცე-კონსული, პირველი მდივანი

60

7

მეორე მდივანი

55

8

მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი

50

9

კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის გამგე

45

10

მძღოლი

40

 

 

 

 

 

 

 

დანართი  №3 

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი

№

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის  ჩამონათვალი

ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი

ბინა

1

 ავსტრიის რესპუბლიკა ქ. ვენა

1.760

21

2

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ქ. ბაქო

1.281

24

3

აშშ ქ. ვაშინგტონი

1.637

28

4

აშშ   ქ. ნიუ-იორკში

1.882

32

5

ბელარუსის რესპუბლიკა ქ. მინსკი

1.221

21

6

ბელგიის სამეფო   ქ. ბრიუსელი

1.75

18

7

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა ქ. ბრაზილია

1.494

23

8

ბულგარეთის  რესპუბლიკა ქ. სოფია

1.365

14

9

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  ქ. ბერლინი

1.793

28

10

დანიის სამეფო  ქ.კოპენჰაგენი

1.903

26

11

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო ქ. ლონდონი

1.982

30

12

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა ქ. კაირო

1.268

21

13

ესპანეთის სამეფო ქ. მადრიდი

1.71

23

14

ესტონეთის რესპუბლიკა  ქ. ტალინი

1.473

20

15

თურქეთის რესპუბლიკა ქ. ანკარა

1.573

21

16

თურქეთის რესპუბლიკა  ქ. სტამბული

1.573

21

17

თურქეთის რესპუბლიკა  ქ. ტრაპიზონი

1.573

21

18

თურქმენეთი ქ. აშხაბადი

1.327

11

19

იაპონია  ქ. ტოკიო

2.202

29

20

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო ქ. ამანი

1.263

17

21

ირანის ისლამური  რესპუბლიკა ქ. თეირანი

1.472

24

22

ისრაელის სახელმწიფო ქ.თელ-ავივი

1.563

21

23

იტალიის რესპუბლიკა ქ. რომი

1.791

22

24

ინდოეთის რესპუბლიკა ქ. ნიუ– დელი

1.32

24

25

ირლანდიის რესპუბლიკა ქ.დუბლინი

1.675

27

26

კვიპროსის რესპუბლიკა ქ.ნიქოზია

1.575

20

27

ლატვიის რესპუბლიკა ქ.რიგა

1.57

21

28

ლიტვის რესპუბლიკა ქ. ვილნიუსი

1.514

19

29

მექსიკის შეერთებული შტატები ქ. მეხიკო

1.376

23

30

ნიდერლანდების სამეფო ქ. ჰააგა

1.711

25

31

პოლონეთის რესპუბლიკა ქ. ვარშავა

1.594

21

32

პორტუგალიის რესპუბლიკა ქ. ლისაბონი

1.501

22

33

რუსეთის ფედერაცია ქ. მოსკოვი

1.716

27

34

რუმინეთი ქ. ბუქარესტი

1.493

21

35

საბერძნეთის რესპუბლიკა ქ. ათენი

1.634

17

36

საბერძნეთის რესპუბლიკა ქ. სალონიკი

1.634

17

37

საფრანგეთის რესპუბლიკა ქ. პარიზი

1.799

23

38

საფრანგეთის რესპუბლიკა  ქ. სტრასბურგი

1.799

23

39

სლოვაკეთის  რესპუბლიკა ქ.ბრატისლავა

1.636

20

40

სომხეთის რესპუბლიკა ქ. ერევანი

1.144

18

41

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა  ქ. სეული

1.402

21

42

სლოვენიის რესპუბლიკა ქ. ლიუბლიანა

1.378

23

43

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა  ქ.პრეტორია

1.236

17

44

უზბეკეთის რესპუბლიკა ქ.ტაშკენტი

1.121

21

45

უკრაინა ქ. კიევი

1.227

28

46

უკრაინა ქ. ოდესა

1.227

28

47

უკრაინა ქ. დონეცკი

1.227

28

48

უნგრეთის რესპუბლიკა  ქ.ბუდაპეშტი

1.567

24

49

ქუვეითის სახელმწიფო  ქ. ელ–ქუვეითი

1.423

23

50

ყაზახეთის რესპუბლიკა  ქ. ასტანა

1.285

21

51

შვედეთის სამეფო ქ.სტოკჰოლმი

1.735

24

52

შვეიცარიის კონფედერაცია ქ.ჟენევა

1.849

23

53

ჩეხეთის რესპუბლიკა ქ. პრაღა

1.696

23

54

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქ. პეკინი

1.588

23

55

ხორვატიის რესპუბლიკა ქ. ზაგრები

1.589

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანება  №147-სსმ III, №77, 01.07.2010; მუხ.1129

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

დანართი  №4  

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი ევროში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

№

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი

1

ავსტრიის რესპუბლიკა ქ. ვენა

2

ბელგიის სამეფო   ქ. ბრიუსელი

3

ბულგარეთის  რესპუბლიკა ქ. სოფია

4

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა  ქ. ბერლინი

5

დანიის სამეფო  ქ.კოპენჰაგენი

6

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო ქ. ლონდონი

7

ესპანეთის სამეფო ქ. მადრიდი

8

ესტონეთის რესპუბლიკა  ქ. ტალინი

9

თურქეთის რესპუბლიკა ქ. ანკარა

10

თურქეთის რესპუბლიკა  ქ. სტამბული

11

თურქეთის რესპუბლიკა  ქ. ტრაპიზონი

12

ირანის ისლამური  რესპუბლიკა ქ. თეირანი

13

იტალიის რესპუბლიკა ქ. რომი

14

ირლანდიის რესპუბლიკა ქ.დუბლინი

15

კვიპროსის რესპუბლიკა ქ.ნიქოზია

16

ლატვიის რესპუბლიკა ქ.რიგა

17

ლიტვის რესპუბლიკა ქ. ვილნიუსი

18

ნიდერლანდების სამეფო ქ. ჰააგა

19

პოლონეთის რესპუბლიკა ქ. ვარშავა

20

პორტუგალიის რესპუბლიკა ქ. ლისაბონი

21

რუმინეთი ქ. ბუქარესტი

22

საბერძნეთის რესპუბლიკა ქ. ათენი

23

საბერძნეთის რესპუბლიკა ქ. სალონიკი

24

საფრანგეთის რესპუბლიკა ქ. პარიზი

25

საფრანგეთის რესპუბლიკა  ქ. სტრასბურგი

26

სლოვაკეთის  რესპუბლიკა ქ.ბრატისლავა

27

სლოვენიის რესპუბლიკა ქ. ლიუბლიანა

28

უნგრეთის რესპუბლიკა  ქ.ბუდაპეშტი

29

შვედეთის სამეფო ქ.სტოკჰოლმი

30

შვეიცარიის კონფედერაცია ქ.ჟენევა

31

ჩეხეთის რესპუბლიკა ქ. პრაღა

32

ხორვატიის რესპუბლიკა ქ. ზაგრები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანება  №147-სსმ III, №77, 01.07.2010; მუხ.1129

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

დანართი  №5 

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით

      №

ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის ჩამონათვალი

1

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ქ. ბაქო

2

აშშ ქ. ვაშინგტონი

3

აშშ   ქ. ნიუ-იორკში

4

ბელარუსის რესპუბლიკა ქ. მინსკი

5

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა ქ. ბრაზილია

6

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა ქ. კაირო

7

თურქმენეთი  ქ. აშხაბადი

8

იაპონია  ქ. ტოკიო

9

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო ქ. ამანი

10

ისრაელის სახელმწიფო ქ.თელ-ავივი

11

ინდოეთის რესპუბლიკა ქ. ნიუ– დელი

12

მექსიკის შეერთებული შტატები ქ. მეხიკო

13

რუსეთის ფედერაცია ქ. მოსკოვი

14

სომხეთის რესპუბლიკა ქ. ერევანი

15

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა  ქ. სეული

16

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა  ქ.პრეტორია

17

უზბეკეთის რესპუბლიკა ქ.ტაშკენტი

18

უკრაინა ქ. კიევი

19

უკრაინა ქ. ოდესა

20

უკრაინა ქ. დონეცკი

21

ქუვეითის სახელმწიფო  ქ. ელ–ქუვეითი

22

ყაზახეთის რესპუბლიკა  ქ. ასტანა

23

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქ. პეკინი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანება  №147-სსმ III, №77, 01.07.2010; მუხ.1129

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება  №273-სსმ III, №158, 03.12.2010წ; მუხ.2233

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“, №267, 28.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.22.030.013.974 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88270-2/