„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2009 ძალადაკარგული 30.05.2018
ნომერი
№903
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.038.014.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.014.002

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №903

+

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე

+

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ხ. კალმახელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 30.12.2013 წ.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულება

+

თავი I . ზოგადი დებულება

+

    მ უხლი 1

+

1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ( შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო ) შექმნილია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს .

2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ს ა და შეთანხმებების , საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე .

3. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს დებულება , ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით , დამოუკიდებელი ბალანსი , საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში , საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები .

4. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა . სააგენტოს ემბლემა შეიძლება გამო ყ ენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე , საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე .

5 . პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართია : თბილისი , ალექსანდრე ყ აზბეგის გამზირი № 42.

თავი II. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნები და უფლებამოსილებანი

+

    მუხლი 2

+

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებია : სასჯელის აღსრულება , ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია ( მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია ).

    მუხლი 3

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემ ყ არება კანონიერების , პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის , სოციალური სამართლიანობის , ჰუმანიზმის , საჯაროობის , სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს .

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები , მიუხედავად მისი რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა , რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა , ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა .

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის შრომითი უფლებები დაცულია კანონით .

    მუხლი 4

+

პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია :

ა ) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების ( შემდგომში – პრობაციის ბიურო ) მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“საქართველოს კანონის , საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას ;

ბ ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები ;

გ ) შეიმუშაოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სახელმძღვანელოები , სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები ;

დ ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ბიუროს ოფიცერთა ( შემდგომში – პრობაციის ოფიცერი ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს ;

ე ) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა ;

ვ) განახორციელოს პრობაციის ოფიცერთა საქმიანობის რევიზია და კონტროლი ;

ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები ;

თ) განიხილოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები ;

ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი ;

კ) დაამ ყ აროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან , ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან , საერთაშორისო , საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ;

ლ) დადოს ხელშეკრულება ორგანიზაციებთან , სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან ;

მ) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და მოვალეობები , დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში ;

ნ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა .

თავი III . პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა და მართვა

+

    მუხლი 5

+

1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი ( შემდგომში – სააგენტოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი .

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი :

ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას , ანაწილებს მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა შორის , აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს ;

ბ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და ზედამხედველობას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს ;

გ) იღებს გადაწ ყ ვეტილებებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ;

დ) ზედამხედველობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას , მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას ;

ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს ;

ზ) პასუხისმგებელია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო ყ ოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამო ყ ენებაზე ;

თ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგს საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით ;

ი   კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს ;

კ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესს , საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს ;

ლ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ;

მ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს , ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს ;

ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად , შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე , აი ყ ვანოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები ;

ნ​1) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერთა ჯგუფები სპეციალიზაციით;

ო ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს ;

პ ) შეიმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყ ოველწლიურ ბიუეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ;

პ​1) უფლებამოსილია მოახდინოს სააგენტოს უფროსის მოადგილეებსა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება;

ჟ ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის , თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუ ფ ციის შესახებ “საქართველოს კანონით .

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის და სააგენტოს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 6

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს ჰ ყ ავს სამი მოადგილე , რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი .

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე :

ა ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს ;

ბ ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ ;

გ ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს პრობაციის ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას ;

დ ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს ;

ე ) უზრუნველ ყ ოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სააგენტოს მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ;

ვ ) ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს ;

ზ ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას .

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის არ ყ ოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ერთ - ერთი მოადგილე .

თავი IV . პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი

+

    მუხლი 7

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან – პრობაციის ბიუროებისაგან , რომელთა მეშვეობით სააგენტო უზრუნველ ყ ოფს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას .

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია :

ა ) ადმინისტრაციული სამმართველო ;

ბ ) ეკონომიკური სამმართველო ;

გ ) აღსრულების კონტროლის , სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო ;

დ) საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმრათველო .

 ე)  სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია :

ა ) თბილისის პრობაციის ბიურო ;

ბ ) იმერეთის პრობაციის ბიურო ;

გ ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო ;

დ ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო ;

ე ) კახეთის პრობაციის ბიურო ;

ვ ) გურიის პრობაციის ბიურო ;

ზ ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო ;

თ ) მცხეთა - მთიანეთის პრობაციის ბიურო ;

ი ) სამცხე - ჯავახეთის პრობაციის ბიურო ;

კ ) რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო ;

ლ ) აჭარის პრობაციის ბიურო .

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 30.12.2013 წ.

    მუხლი 8

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.

2​1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები დაკომპლექტებულია მრჩევლებითა და უფროსი სპეციალისტებით.

2​2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ სამართველოს ჰყავს ბუღალტერი.

3. (ამოღებულია - 04.10.11 №173).

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ია ნვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 9

+

1.  ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან; პრობაციის ეროვნული სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებას და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადება;

ე) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიება, მოზიდვა, შერჩევა, დაქირავება, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნა და მათ მიზნობრივი გამოყენება;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზება და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზება;

ი) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება;

ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი ;

მ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კადრების აღრიცხვა;

ნ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა - დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ო) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემა;

პ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა;

რ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა;

ს) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა;

ტ) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზება;

უ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;

ფ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

ქ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

ღ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება);

ყ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

შ) პრობაციის ეროვნულ საგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;

ჩ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება ;

ც) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ძ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

წ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება;

ჭ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ხ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

2. (ამოღებულია - 04.10.11 №173).

3. (ამოღებულია - 04.10.11 №173).

4. (ამოღებულია - 04.10.11 №173).

5. (ამოღებულია - 04.10.11 №173).

6. ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;

დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ე)პრობაციის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

7. აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა;

გ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი;

დ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები;

ე) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

8. საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება;

გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული (მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება;

ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;

ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება;

თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;

ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათ შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;

კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეებისა, სამმართველოს უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

9. სარეაბილიტაციო პროგრამების  სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს იურისდიქციაში მყოფ მსჯავრდებულთა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდებულთა კვალიფიციური ინდივიდუალური ბიო-ფსიქოსოციალური შეფასების ორგანიზებას;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში ფსიქოსოციალური,  საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელების შემუშავება-ადაპტირებას, განხორციელებას და მართვას;

გ) რეაბილიტაციის სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

დ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებას;

ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას;

ვ) რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის  დანერგვა-ფუნქციონირებას;

ზ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სასჯელაღსრულების სისტემასთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობას;

თ) საჭიროების შემთხვევაში, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 06.01.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 30.12.2013 წ.

    მუხლი 10 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 11 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 12 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 13 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 14 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 15 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 16 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

    მუხლი 17 (ამოღებულია)

+

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №173 - ვებგვერდი, 12.10.2011 წ.

თავი V . პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი

+

    მუხლი 18

+

პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დასახული მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო ქონება.

    მუხლი 19

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. აკრძალულია აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.

    მუხლი 20

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება პრობაციის ეროვნული საგენტოს უფროსის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად .

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების განხორციელების პროცესში კანონით დადგენილი საფასურისგან მიღებული სახსრები ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე , ხოლო ჯარიმებისგან მიღებული სახსრები ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში .

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

    მუხლი 21

+

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ახორციელებს სამინისტრო.

2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 22

+

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანხმობით პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები პრობაციის ეროვნულ ი სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“, №903, 29.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.014.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88348-3/