„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2009 ბოლო ცვლილება 26.09.2017
ნომერი
№904
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.014.009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.009

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №904

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია“ (დანართი №1).

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზრვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №936 ბრძანება „გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №640 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.

დანართი №1

გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია

    მუხლი 1. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა

1. გათანაბრებითი ტრანსფერი გაიანგარიშება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დამტკიცებული ფორმულის მიხედვით:

T=E–R,

სადაც,

 T არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერი;

 E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი (თვითმმართველი ქალაქებისათვის E გამოისახება როგორც Ecity, ხოლო მუნიციპალიტეტებისათვის E – Em);

 R – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომელიც ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

2. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გარდა გრანტებისა) აღემატება ამავე ბიუჯეტის ხარჯებსა და არაფინანსური აქტივების ზრდას, გათანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.

    მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის: Ecity=Scity*Gcity %,

მუნიციპალიტეტებისათვის: Em=SM*GM %,

სადაც,

Ecity – თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Em – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scity – თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

SM – მუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში.

G ანუ Gcity -სა და GM -ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება № 640 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

    მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების ხვედრითი წილის (S-ის) გაანგარიშება

 

S ანუ Scity და SM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

               Scity =Kcity / Ktcity %,

 

               SM= KM / KtM %,

სადაც,

 

Kcity არის კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლი;

Ktcity – თვითმმართველი ქალაქების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლების (Kcity-ების) ჯამი;

KM – მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლი;

KtM – მუნიციპალიტეტების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლების (KM-ების) ჯამი.

    მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გათანაბრებითი და სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულის ნამრავლის (K-ის) გაანგარიშება

K ანუ Kcity და KM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

               Kcity = Acity * ECcity ,

               KM = AM * ECM ,

სადაც,

A ანუ Acity და AM წარმოადგენს კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/ მუნიციპალიტეტის სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს.

EC ანუ ECcity და ECM წარმოადგენს კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/ მუნიციპალიტეტის გათანაბრებით კოეფიციენტს.

    მუხლი 5. კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლის (A-ის) გაანგარიშება

A ანუ Acity და AM წარმოადგენს P1, P2, P3, P4, P5 და P6-ის კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს, სადაც P – სტატისტიკური კოეფიციენტი არის კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მონაცემის ან/და სიმჭიდროვის კოეფიციენტის შეფარდება მოცემული კოეფიციენტის (მუნიციპალიტეტისათვის – მუნიციპალიტეტების შესაბამის მონაცემთა ჯამი, ხოლო თვითმმართველი ქალაქებისათვის – თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი მაჩვენებლების ჯამი) შესაბამის ჯამთან.

A ანუ Acity და AM გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

               A=(  

ST=SU+SCC+SM

 

სადაც,

 

SU – წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;

SCC – წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართ ვ ელი ქალაქ ების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს 3.8-ის ოდენობით;

SM – წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს – 0.2-ის ოდენობით .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №640 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 11.10.2012წ.

    მუხლი 8. გათანაბრებითი ქულების (ES-ის) გაანგარიშება

გათანაბრებითი ქულები (ES) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ES =AE+ESR

სადაც,

AE ანუ AEm და AEcity – საშუალო გათანაბრება, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

AEcity = Aacity / Acity % /CC

AEm = Aam / Am % /CC

სადაც,

Aa ანუ Aam და AEacity – წარმოადგენს A- ს საშუალო არითმეტიკულს, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით Aam

SC2

მხარდაჭერის კოეფიციენტები (SC1, SC2 და SC3) მიენიჭება შემდეგი წესის თანახმად:

პირველ ეტაპზე გაიანგარიშება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტების) პროგნოზი ერთ სულ მოსახლეზე (RPC), რომელიც მიიღება ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების (გარდა გრანტებისა) პროგნოზის (R) შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობის რაოდენობაზე შეფარდებით.

RPC–ზე დაყრდნობით გაიანგარიშება RPCam, RPCac და RPCacity მაჩვენებლები, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ:

RPCam – ყველა მუნიციპალიტეტის RPC–ის საშუალო არითმეტიკულს;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCac-ზე, მაგრამ მეტია RPCam-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC2 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

თუ თვითმმართველი ერთეულის RPC ნაკლებია RPCacity-ზე, მაგრამ მეტია RPCac-ზე, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება SC3 მხარდაჭერის კოეფიციენტი;

იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის RPC მეტია RPCacity-ზე მხარდაჭერის კოეფიციენტი არ მიენიჭება;

თუ რომელიმე თვითმმართველი ერთეულის RPC აბსოლიტური სიზუსტით ემთხვევა, რომელიმე RPCam, RPCac ან RPCacity მაჩვენებლებს, მაშინ თვითმმართველ ერთეულს მიენიჭება მოცემულ ზღვართან არსებული მხარდაჭერის ის კოეფიციენტი, რომელიც უფრო მეტია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №640 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

მუხლი 9. შემოსავლების გაანგარიშება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემოსავლების (R-ის) გაანგარიშებისას გაითვალისწინება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსავლები (გარდა გრანტებისა).

2. შემოსავლები თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის იანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული სამი წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის („TREND“-ის) მიხედვით. შემოსავლების გაანგარიშებისათვის გამოიყენება EXCEL-ის ფუნქცია „TREND“-ი.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №904, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.009 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88390-2/