ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (24)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №916
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე;
ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადახდო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან;
გ) საგადახდო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადახდო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ინსტრუქცია ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
კარი I
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;
დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;
ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.
თავი II
ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა
მუხლი 2
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.
მუხლი 3
სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.
თავი III
ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა
მუხლი 4
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 5
სახელმწიფო ხაზინა:
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
მუხლი 6
საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
მუხლი 7
1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.
2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემოდგომში – შემოსავლების სამსახურს) შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
მუხლი 8
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.
თავი IV
აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი
მუხლი 9
1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.
2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.
3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.
4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.
5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
კარი II
ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება
თავი V
ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი
მუხლი 10
ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, სახაზინო სამსახურის უფროსს მიანიჭოს უფლებამოსილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
თავი VI
გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები
მუხლი 12
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტორიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;
გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.
მუხლი 13
1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;
ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ი ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ი ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:
ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:
ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში), თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ი ს გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.
6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
9. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.
12. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი VII
გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
მუხლი 14.
1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.
4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
თავი VIII
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა
მუხლი 15
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
მუხლი 16
1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 17
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადეპოზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.
3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპოზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსებული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხების იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსაზღვრელი დეპოზიტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსულობებში.
4. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდენტიფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატებით 10 სამუშაო დღე.
თავი IX
გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
მუხლი 18
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინასთა მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 19
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 20
გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
მუხლი 21
ინსტრუქციის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
თავი X
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა
მუხლი 22
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №916
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
1.
+
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2.
+
დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:
3.
+
ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე;
ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ხაზინის ერთიან ანგარიშზე;
ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადახდო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან;
ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადახდო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან;
გ) საგადახდო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადახდო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
4.
+
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ინსტრუქცია ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ
+
+
კარი I
სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
+
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;
დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;
ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და დაბრუნების ქვეანგარიში.
ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196
+
თავი II
ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა
მუხლი 2
+
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.
მუხლი 3
+
სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.
+
თავი III
ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა
მუხლი 4
+
გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
მუხლი 5
+
სახელმწიფო ხაზინა:
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;
ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;
ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;
გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
მუხლი 6
+
საგადასახადო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 7
+
1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.
2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ შემოსავლების სამსახურს (შემოდგომში _ შემოსავლების სამსახური) შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემოდგომში – შემოსავლების სამსახურს) შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
მუხლი 8
+
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.
+
თავი IV
აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი
მუხლი 9
+
1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.
2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.
3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.
4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.
5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
+
კარი II
ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება
+
თავი V
ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი
მუხლი 10
+
ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ა1 ) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან თანხის არამართლზომიერად ჩამოწერის შედეგად წარმოშობილი შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის (შემდგომში – შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა) დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან;
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561-სსმ III, №82, 08.07.2010წ; მუხ.1196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
მუხლი 11
+
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის (შემდგომში _ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
11 . შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
31. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების, გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანისა და შეცდომის გასწორების ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული სახით განთავსების შემთხვევაში.
4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, სახაზინო სამსახურის უფროსს მიანიჭოს უფლებამოსილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
5. სახაზინო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საკითხები განხორციელდეს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ავტომატურ რეჟიმში.
6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა სახის გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
+
თავი VI
ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები
გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 12
+
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების/სანქციების სახეების მიხედვით.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტორიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის/სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
მუხლი 13
მუხლი 121 +🔗
1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.
1. ეს მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების პროცედურებს.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
2. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 20.11.2012, №491).
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ი ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ი ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ კომერციული ბანკებისათვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გა დახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №389 - ვებგვერდი, 13.07.2011წ.
ბ) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
გ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში), თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
მუხლი 13 +🔗
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ი ს გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.
1. ეს მუხლი განსაზღვრავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.
6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.
2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ” და „ დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;
ბ) უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობებისა და ვადების დაცვით.
4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:
ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარდგენის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის სატარიფო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.
6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი), რომელიც იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ” და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
9. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების მოთხოვნით და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
9. „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.
12. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
12. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
+
თავი VII
გადასახადის ან/და სანქციის სხვა გადასახადების ან/და სანქციების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 14.
მუხლი 14
+
.
1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
1. გადასახადის/სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების ან/და სანქციების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები და დადასტურებულია ბეჭდით.
4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
4. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანა წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.
5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.
5. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა გადასახადების/სანქციების სახეებში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანის შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის/სანქციის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის/სანქციის თანხის გადატანაც წარმოებს სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
8. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში ცალკეული გადასახადის/სანქციის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანის დამატებითი პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №754-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1831
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 10.01.2013წ.
+
თავი VIII
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა
მუხლი 15
+
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახური ს უფროსთან შეთანხმებით.
4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
მუხლი 16
+
1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 17
+
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადეპოზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.
3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპოზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსებული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხების იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსაზღვრელი დეპოზიტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსულობებში.
4. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდენტიფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატებით 10 სამუშაო დღე.
+
თავი IX
გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება
მუხლი 18
+
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის მიერ თანხის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინასთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 19
+
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 20
+
გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორება (სწორ სახაზინო კოდზე მიმართვა) ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან (ამავე დროს ხდება დაბრუნების ქვეანგარიშზე შესაბამისი შემოსულობის სახიდან თანხის გადატანა, გადასახადის დაბრუნების ქვეანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვის მომენტისათვის ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით) ან სახსრების მფლობელის მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანება №561 -სსმ III, №82 , 08 .07 .2010წ; მუხ.1196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
მუხლი 21
+
ამ ინსტრუქციის მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორების და გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
ინსტრუქციის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
+
თავი X
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში ან/და სანქციაში გადატანა
სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
მუხლი 22
+
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.
3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.
4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმეტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში ან/და სანქციაში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;
ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №261 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.
+
შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
მუხლი 23 +🔗
1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
2 . შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით ;
ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნება ს არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.
3 . შეცდომით გადახდილი გადასახადის ან /და სანქციის თანხის დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
4 . საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე გადასახადების ან /და სანქციების სახეების მიხედვით.
5 . საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.
6. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი იმ გადასახადის გადამხდელის განცხადების ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება.
7. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება საგადასახადო შემოწმების გარეშე, გადასახადის გადამხდელის განცხადების უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
8. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სახელმწიფო ხაზინის მიერ დაბრუნება წარმოებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
9. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხების დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია.
10. უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარსადგენი განცხადების რეკვიზიტები და განცხადებაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №544 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №491 - ვებგვერდი, 22.11.2012წ.
6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, №916, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88492-9/