საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2009 ძალადაკარგული 25.08.2015
ნომერი
№833
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.014.069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 160, 31/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

                          სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                                             120.340.000.22.026.014.069

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №833

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ბ. ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №980 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 20.02.2015წ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) (შემდგომ – ოფისი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (ტექსტში შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

    მუხლი 2

ოფისი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 3

ოფისს აქვს ბეჭედი, ტიტულიანი ბლანკი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

თავი II

ოფისის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 4 

ოფისის ამოცანებს განეკუთვნება:

1. საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და კონტროლი, ხოლო მათი დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

2. საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.

3.  კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

    მუხლი 5

ოფისის ფუნქციებს განეკუთვნება:

1.  საქართველოს კანონმდებლობის და მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2. საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფის კოორდინაცია;

3. საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) დიპლომატიური საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით;

4.  კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში აკრედიტებულ მესამე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან საქართველოს თავდაცვის ატაშატებისა და სამინისტროს წარმომადგენლობის (მათი აპარატების) თანამშრომლობის წარმართვა და კოორდინირება, შესაბამისი დირექტივების შემუშავება.

5. საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

6. საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო და სამხედრო პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საინფორმაციო ცნობების შეგროვება, დამუშავება და კურატორი მინისტრის მოადგილის, სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმაციული უზრუნველყოფა.

7. საზღვარგარეთის ქვეყნების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის სფეროს (სამხედრო თანამშრომლობის სფეროში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების, სამხედრო-სამრეწველო, სამხედრო-ეკონომიკური, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო კანონმდებლობა, სამხედრო-დიპლომატიური პოტენციალი) და თავდაცვის სფეროზე შესაძლო გავლენის მომხდენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პროცესების მიმდინარეობაზე ინფორმაციის შესწავლა, შეფასება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფორმირება, ასევე, შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობის პერსპექტივებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე შესაბამის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

8.  საზღვარგარეთის სახელმწიფოში (საერთაშორისო ორგანიზაციაში) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.

9. კოორდინაციის გაწევა სამინისტროს წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობაზე, ხელის შეწყობა მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფისათვის, სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარსადგენად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

თავი III

ოფისის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და მისი ფუნქციონალური მოვალეობები

    მუხლი 6

ოფისის შემადგენლობაში შედიან საქართველოს თავდაცვის ატაშეები, სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლები და საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა მოსამსახურეები, რომელთა ფუნქცია მოვალეობები განისაზღვრება „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის № 188 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

    მუხლი 7

ოფისს ხელმძღვანელობს ოფისის უფროსი, რომელიც ექვემდებარება მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის მიერ, მინისტრის მოადგილის წარდგინებით.

 

მუხლი 7​1

ოფისის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 5 წლის 20 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 20.02.2015წ.

    მუხლი 8

ოფისის უფროსი:

1. პასუხისმგებელია ოფისზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

2. ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ოფისში მომზადებულ დოკუმენტებს.

3. განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

4. მონაწილეობს ოფისში კადრების შერჩევის საკითხებში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. განიხილავს თავდაცვის ატაშეს, სამინისტროს წარმომადგენლის აპარატებში შტატგარეშე თანამშრომლების (ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი) სამსახურში აყვანის საკითხს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

6. წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ოფისის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ოფისის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

7. შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ოფისზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

8. აბარებს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს ოფისის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

9. ახორციელებს წინამდებარე დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 13 დეკემბრის ბრძანება № 980 - ვებგვერდი, 16.12 .2011 წ.

 

მუხლი 8​1

ოფისის უფროსის მოადგილე:

1. ოფისის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის ფუნქცია-მოვალეობებს;

2. საზღვარგარეთ წარგზავნილი თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობის ორგანიზებისა და ყოველდღიური კოორდინაციის ხელშეწყობა;

3. საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მიღების, დამუშავების და დანიშნულებისამებრ დაგზავნის კოორდინაციის ხელშეწყობა;

4. ყოველდღიური ადმინისტრაციული, ფინანსური, ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციის ხელშეწყობა;

5. თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;

6. ოფისზე დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულების ხელშეწყობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 5 წლის 20 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 20.02.2015წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“, №833, 31.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.069 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88738-1/