,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 29.01.2014
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.014.132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.132

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №53

2010 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.

    მუხლი 3. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 28 იანვრიდან.

ბ. ახალაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №608 - ვებგვერდი, 20.06.2013 წ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ – გაერთიანებული შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

    მუხლი 4.

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მონაწილეობა გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამუშაო დღის ორგანიზებაში;

ბ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამსახურებრივი თათბირების მომზადება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან გაერთიანებულ შტაბში შემოსული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება;

დ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სპეციალური, განსაკუთრებული და საგანგებო დავალებების შესრულება;

ე) შემოსული ინფორმაციის ანალიზი და გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების, ანგარიშების, წერილებისა და მოხსენებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში);

 ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსთან სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება;

თ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება (კომპეტენციის ფარგლებში);

ი) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

კ) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

ლ) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფა;

მ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მოადგილეების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღრიცხვა; ადმინისტრაციული შენობების და ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა და შესაბამის ქვედანაყოფებში წარდგენა;

ო) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

პ)  გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების, ასევე ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების ორგანიზება;

ჟ) შეიარაღებული ძალების ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირება, შესაბამისი საქმისწარმოება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, ასევე აღნიშნულ  ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 8 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 7.

დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 8.

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.

    მუხლი 9. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ან/და მათი წახალისების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;

თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

    მუხლი 10.

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 11.

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.

თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი

მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

    მუხლი 12. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):

ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო;

გ) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

დ) საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) იურიდიული განყოფილება;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო;

ზ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური;

თ) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

ი) ნატოს ქვერეგისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 8 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

    მუხლი 13. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

  ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით” განსაზღვრულ მოთხოვნებს, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აკონტროლებს ყოველგვარ საიდუმლო სამუშაოთა შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას გასატარებელ ღონისძიებებს. აწარმოებს მის დაქვემდებარებში არსებულ არქივს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები;

ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – ახორციელებს არასაიდუმლო საქმისწარმოებას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ გამოცემული დავალებების შესრულების კონტროლს, გაერთიანებული შტაბის მმართველობის კომპიუტერულ მომსახურებას, პირადი შემადგენლობის მივლინებებისა და შვებულებების შესახებ მათი ბრძანებების მომზადებას, ახორციელებს კონტროლს გაერთიანებული შტაბის მმართველობისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ოფიცერთა და სერჟანტთა მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭებაზე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ კონტროლზე აყვანილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და გენერალური ინსპექციიდან მოსული დოკუმენტების კონტროლს, აწარმოებს არასაიდუმლო მასალების არქივს. საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები;

 გ) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

დ) საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფას. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით;

 ე) იურიდიული განყოფილება - ახორციელებს გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და ექსპერტიზას; გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტების მიერ მომზადებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებზე ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო – ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფას და მათ დროულ და სრულ აღრიცხვას; შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერება-შემოწმებას; საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლს სამეურნეო საქმიანობის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულად გაფორმებაზე; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინვენტარიზაციაში მონაწილეობასა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას და შესაბამის ქვედანაყოფში წარდგენას;

ზ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური   - უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული შეჯიბრებების და ვარჯიშების ორგანიზებას და ჩატარებას; ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარებას;

თ) (ამოღებულია - 19.06.2013, №608);

ი) ნატოს ქვერეგისტრი - უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას, აღნიშნულ  ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლს; ახორციელებს შესაბამის საქმისწარმოებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 8 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

    მუხლი 14.

ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 15. ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 16 .

დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქვედანაყოფს შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:

ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამის ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №60 8 - ვებგვერდი, 20 .06.2013 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ““, №53, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.132 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89098-1/