1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.
2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-843-1129-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2009
…გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა, ამასთან სამართალწარმოება ემყარება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და საქმის განმხილველი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაცულ იქნა “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა წარდგენა და მხარის ინტერესების დაცვა წარმოადგენს თავად მოდავე მხარის უფლებას და არბიტრაჟის მიერ ამ მტკიცებულებათა გამოთხოვა არის კერძო არბიტრაჟის უფლებამოსილება და არა ვალდებულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება