1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა (ენები). მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას (ენებს) ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.
2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა 1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან(ენები). ენები.მხარეთა ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან(ენებს) ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასადადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. 2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არბიტრაჟის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019.
გამოქვეყნება: სსმ, 13, 02/07/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება