1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი თანამდებობა (სამუშაო ადგილი), თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.
3. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/
/574
– ვებგვერდი, 29.05.2014
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-612(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
კასატორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15, 160-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გააჩნდა პროცესუალური უფლება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა.
- საქმე №ბს-1063-1057(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2018
#3/1/574 გადაწყვეტილებაზე მითითება მოცემულ საქმესთან მიმართებაში, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტუტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160.1 მუხლის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას.
- საქმე №203აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2017
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება (რომელიც ითვალისწინებდა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება