1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრულ დროს სასამართლოში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობისას, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში იღებს განკარგულებას, რომლითაც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს დააკისრებს ჯარიმას 500 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობა შემაკავებელი, მიყენებული ზიანის პროპორციული და აღნიშნული პირის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა, მისთვის ამ განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც მისი შეტანიდან 24 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების მიღებამდე პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების აღსრულება ჩერდება. აღნიშნული განკარგულება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2021 კანონი №707
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №200100119002851779 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სისხლის კოდექსის 236-ე და 2731 მუხლებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ეს მტკიცებულება ძირითადი და ფაქტიურად გადამწყვეტია.
- საქმე №020100118002352852 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
…სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს განაჩენი დარჩეს უცვლელი: მ------ ნ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
- საქმე №080100118002459854 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
…სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი: მ-------- ა-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორ-მეტი) წლის ვადით;
- საქმე №330100116001469219 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
ასევე, ლ-–--------–--ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გათვალსწინებულია საქართველოს სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. წარდგენილი ბრალდების თანახმად ლ-–--------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ.
- საქმე №140100118002591895 · გორის რაიონული სასამართლო · 01.02.2019
…ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ჯ------- ფ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე,,ა“,,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწი-–-თ (2015 წლის 10 ივლისის რედაქციით) გათვა-–-სწინებული დანაშაულების, ხოლო ზ------ ბ-–---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე…
- საქმე №140210018002725136 · გორის რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №010100117002213073 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №080100118002525585 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება