თავი III — ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა
1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის სათაური;
გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));
ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456
- ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6867
- 19.04.2011 კანონი №456
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები 1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის სათაური; გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც); დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)); ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. 2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნორმატიული აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 33, 09/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება