თავი III — ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის სტრუქტურა
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი
.
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456
- ვებგვერდი, 05.05.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.04.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.04.2011 კანონი №456
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო 1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი . 2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს). საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნორმატიული აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 33, 09/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება