თავი II — ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.
6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.
8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
81. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღების შემთხვევაში და მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიღებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.
9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1157
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2761
–
ვებგვერდი, 19.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.06.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.06.2018 კანონი №2761
- 20.09.2013 კანონი №1157
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. 2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას. [ 2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას. ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] 3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით. 4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება. 5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული. 6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. [ 7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 8181. . საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღების შემთხვევაში და მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიღებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე. ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] 9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. [ 10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნორმატიული აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 33, 09/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება