თავი II — ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები
1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).
4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას და საერთაშორისო ხელშეკრულებას.
7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება.
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდგომ. თანახელმოწერის წესი განისაზღვრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1157
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის
სექტემბრის
კანონი №3374
–
ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3613
– ვებგვერდი, 21.11.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.10.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.10.2018 კანონი №3613
- 20.09.2013 კანონი №1157
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები 1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე. 2. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157). 3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება). 4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. 5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას და საერთაშორისო ხელშეკრულებას. 7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება. 8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდგომ. თანახელმოწერის წესი განისაზღვრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2018 წლის სექტემბრის კანონი №3374 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნორმატიული აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 33, 09/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება