1. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი;
ე) პასუხისმგებელია სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის ბრძანებით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული მისი მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე).
5. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს (მოადგილეებს), აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №821 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №821
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, პასუხისმგებელია სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი; ე) პასუხისმგებელია სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების შეტანის პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე; კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე; ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო უფლებამოსილებაუფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის ბრძანებით. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული მისი მოადგილე (ერთ-ერთი მოადგილე). 5. სამსახურის უფროსის მოადგილესპირველ მოადგილესა და მოადგილეს (მოადგილეებს), აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზეთანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდანთანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. სამსახურის თანამშრომელთა რიცხოვნობას სამსახურის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 049 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. თავი V. სამსახურში სამსახურის გავლის წესი და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310017002193815 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 7 ნოემბრის №1-----– ბრძანებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის, 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 32, 06/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება