თავი V — სამსახურში სამსახურის გავლის წესი და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები
სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:
ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;
ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას:
ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;
ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;
ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;
ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
ზ) შტატების შემცირება;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა;
ი) პირადი განცხადება;
კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;
მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება;
ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა;
ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
პ) გარდაცვალება;
ჟ) მოქალაქეობის შეცვლა;
რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
ს) მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს
2015
წლის
მარტის
კანონი
№3357 –
ვებგვერდი
, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 03.11.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას: ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა; ი) პირადი განცხადება; კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა; ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; პ) გარდაცვალება; ჟ) მოქალაქეობის შეცვლა; რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ს) მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის მარტის კანონი №3357 – ვებგვერდი , 31.03.2015
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1276(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2020
…უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სამსახურის თანამშრომლის და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად კი, სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია - სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა.
- საქმე №330310017002193815 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
შ---------------------------------–--მ იხელმძღვანელა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტით და 21-ე მუხლის „თ“ პუნქტით;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 32, 06/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება