1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის საფინანსო ორგანოს.
2. (ამოღებულია - 12.12.2014, №2935).
3. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო აღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.
4. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.12.2014 კანონი №2935
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.07.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 107. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება 1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიში გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისგადარიცხვაზე შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის საფინანსო ორგანოს. 2. ავტონომიური(ამოღებულია რესპუბლიკის- საფინანსო12.12.2014, ორგანოს№2935). თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა. 3. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ახორციელებსაღრიცხავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისდაწესებულებისადმი დაქვემდებარებაშიდაქვემდებარებული მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულიგაწეულ გადასახდელებისგადასახდელებს, აღრიცხვას,რაც რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ,შესახებ. ამასთანავე,იგი სახელმწიფოასევე ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს. 4. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება