1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
2.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4923 - ვებგვერდი, 26.04.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.04.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.04.2016 კანონი №4923
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.05.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 109. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა 1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაარაუგვიანეს უგვიანეს3 2 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება