1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას;
ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს;
დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას;
ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში;
თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას;
ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით;
ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას;
მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.
3. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4675
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები 1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას; ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს; დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას; ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას; ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში; თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას; ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით; ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას; მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის. 3. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675). საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება