1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.
3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.
4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.
5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4675
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა 1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია. 3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში. 4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. 5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. 6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-31(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
სასამართლოს განმარტებით, მართალია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში…
- საქმე №841310518002445181 · ყაზბეგის მაგისტრატი სასამართლო · 30.07.2019
…დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას; ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება