1. ეს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.
2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია და სტანდარტები, აგრეთვე ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.
4. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს:
ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს;
ბ) შიდა აუდიტს;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრს.
5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.
6. ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, მიუხედავად ამ ორგანიზაციებში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.10.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 19.10.2023 კანონი №3574
- 18.12.2015 კანონი №4675
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის. 2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია და სტანდარტები, აგრეთვე ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას. 4. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს: ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს; ბ) შიდა აუდიტს; გ) ჰარმონიზაციის ცენტრს. 5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე,დაწესებულებებზე. აგრეთვე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებშიც შექმნილია ან შეიქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი, – ასეთი სუბიექტის შექმნის მომენტიდან. 6. ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, მიუხედავად ამ ორგანიზაციებში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება