,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2007 ბოლო ცვლილება 14.04.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.10.003.000.652
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 06/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2007 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების თანდართული გენერალური გეგმა.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

21. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შედიან საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ჯგუფის საქმიანობის სააპარატო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება  №76-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.525

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება  №33-სსმ III, №24, 22.02.2007წ; მუხ.286

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება  №59-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.506

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება  №115-სსმ III, №83, 18.06.2007წ; მუხ.885

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს დადგენილება  №170-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1292

5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 მარტის დადგენილება  №76-სსმ III, №47, 28.03.2008წ; მუხ.525

 

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა

    მუხლი 1. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიზნები და ამოცანები

1. საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგია მიმართულია ქვეყანაში ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების სიმძლავრეების განვითარებისაკენ, რაც დააკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებას ამ სახის მომსახურებაზე და იქნება ხარისხიანი და ფინანსურად მისაღები.

2. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა განსაზღვრავს:

ა) ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმალურ მდებარეობას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმზე დაყრდნობით;

ბ) აუცილებელ სიმძლავრეებს ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად (1000 მოსახლეზე საწოლთა საჭირო რაოდენობა);

გ) ჰოსპიტალური მომსახურების სახეებს;

დ) ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების ძირითად ტიპებს;

ე) ჰოსპიტლების ფუნქციონირების პირობებს, რაც მოიცავს ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის სტანდარტებს.

3. ახალი საავადმყოფოების უმეტესობის მშენებლობა დასრულდება სამი წლის განმავლობაში.

    მუხლი 2. ჰოსპიტალური სექტორის მოწყობის ძირითადი პრინციპები

1. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით განხორციელდება არსებული ქსელის ფიზიკური განახლება, კერძო სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების განვითარება და სისტემის დაკომპლექტება სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური რესურსით.

2. ჰოსპიტალური ქსელის არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტების მისაღწევად აშენდება ახალი საავადმყოფოები.

3. ჰოსპიტალური მომსახურება ხორციელდება ჯანდაცვის სისტემის ბაზისური ფუნქციების შესაბამისად და უზრუნველყოფს:

ა) მწვავე შემთხვევების მართვას (მოკლევადიანი მომსახურება);

ბ) რეაბილიტაციას ანუ საშუალოვადიან მომსახურებას;

გ) ხანგრძლივ მოვლას ანუ გრძელვადიან სამედიცინო მომსახურებას.

4. ჰოსპიტლები კომპლექტდება სტანდარტული და მაღალტექნოლოგიური საწოლებით.

5. მაღალტექნოლოგიურ საწოლზე მომსახურება მცირე ზომის საავადმყოფოებში მოიცავს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისა და მონიტორირების შესაძლებლობებს, ხოლო დიდ დაწესებულებებში–რთულ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ პროცედურებსაც.

6. ჰოსპიტლების ფიზიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა შესაბამისობაში იქნება მომსახურების სახეებთან.

7. ჰოსპიტალური სიმძლავრეები შეიქმნება ყველა რაიონულ ცენტრსა და საკურორტო ადგილში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის (90 პროცენტი) აუცილებელი ჰოსპიტალური მომსახურების 30 წუთის ინტერვალში მისაღებად განისაზღვრება 68 მდებარეობა, სადაც მოხდება ჰოსპიტალური სიმძლავრეების განვითარება.

8. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჰოსპიტალური სექტორის განვითარება არ წარმოადგენს ამ გეგმის ნაწილს და განიხილება დამატებით.

9. მცირე ზომის საავადმყოფოები (15 და 25-საწოლიანი) კომპლექტდება სტანდარტული მომსახურების საწოლებით. ამასთან, მძიმე შემთხვევების მართვისა და გაძლიერებული შესაძლებლობების დაწესებულებაში პაციენტის ტრანსპორტირებამდე დაკვირვებისა და შესაფერისი დახმარების აღმოჩენისათვის ამ ტიპის თითოეულ საავადმყოფოს ექნება ერთი სათანადოდ აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწოლი, რაც შესაძლებელს გახდის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებასა და მონიტორინგს.

10. რეგიონალურ ცენტრებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია ჰოსპიტალური სამსახურების უტილიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმებისა და შექმნილი სიმძლავრეების მოხმარების ზრდის პოტენციალი, ჩამოყალიბდება 50 და მეტსაწოლიანი საავადმყოფოები, სადაც განთავსდება როგორც სტანდარტული, ისე მაღალტექნოლოგიური საწოლები. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების საწოლების რაოდენობა შეადგენს საერთო ჰოსპიტალური სიმძლავრეების 14,7 პროცენტს (1150 საწოლი).

11. ჰოსპიტალური ქსელის განვითარების მიზნით დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამას არ გააჩნია ფისკალური დატვირთვა. მოზიდული ინვესტიცია პირდაპირ იქნება მიმართული ახალი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

12. მცირე ზომის საავადმყოფოებში (15 და 25 საწოლი) ერთ სტანდარტულ საწოლზე გამოყოფილი მინიმალური ფართობი უნდა იყოს 50 კვ. მეტრი, ხოლო 50 და მეტსაწოლიან საავადმყოფოებში – 75 კვ. მეტრი. ეს არ შეეხებათ თავშესაფრებსა და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებს.

13. თბილისში ჰოსპიტალური მომსახურების მართვის ეფექტიანობისა და მაღალტექნოლოგიური მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა პროფილის სამსახურების დაგეგმვის, ასევე პაციენტისათვის სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება ჰოსპიტალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მჭიდროდ განთავსება კონკრეტულ ტერიტორიებზე.

14. გეგმით გათვალისწინებულია ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ონკოლოგიური, სამეანო-გინეკოლოგიური, პედიატრიული, ინფექციური, ფტიზიატრიული და სხვა მონოპროფილური სერვისების ინტეგრირება მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

15. გრძელვადიანი ფსიქიატრიული და ფტიზიატრიული მომსახურების უზრუნველსაყოფად ყალიბდება ხანგრძლივი ჰოსპიტალური მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფრები).

16. არსებულ კერძო კლინიკებს, რომლებიც იჯარით აღებულ ფართობზე ფუნქციონირებენ, გადაეცემათ მიწის ფართობი ნორმატიულ ფასად დიღმის კლასტერში მათი დაწესებულებების განსათავსებლად.

17. საინვესტიციო გეგმის განხორციელების შემდეგ ეტაპზე საქართველოს მთავრობა განიხილავს ინვესტირებას პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაში.

    მუხლი 3. ჰოსპიტალური მომსახურების სიმძლავრე საქართველოში

1. ქვეყანაში საწოლების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

მოკლევადიანი მომსახურება

საწოლების რაოდენობა

მეანობა და გინეკოლოგია

1040

ზოგადი მედიცინა

კერძოდ:

 

 

შინაგანი მედიცინა (თერაპია)

1102

ინფექციური

308

პედიატრია

676

რეანიმაცია

343

ქირურგია

2464

ფსიქიატრია და გრძელვადიანი

მოვლა

1450

ტუბერკულოზი

417

სულ:

7800

2. საწოლების მითითებულ რაოდენობაში შედის არსებული კერძო საწოლები, აგრეთვე ის საწოლები, რომელთა რეაბილიტაცია განხორციელდა ან მიმდინარეობს.

3. საწოლების განაწილება რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ხორციელდება თანდართული ცხრილის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება  №115-სსმ III, №83, 18.06.2007წ; მუხ.885

    მუხლი 4. ჰოსპიტალური სექტორის რეგულირება

1. ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და მომსახურების მიმწოდებელთა საქმიანობის ხელშეწყობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და დანერგავს:

ა) ჰოსპიტალური მომსახურების მიწოდების ნებართვების სისტემას დადგენილი წესით განსაზღვრული ლიცენზირების მოთხოვნების საფუძველზე (დანერგვის ღონისძიებების შემუშავება 2007 წლის მაისიდან);

ბ) სამედიცინო პერსონალისადმი მოთხოვნებს (შემუშავება – 2007 წლის ივნისიდან; დანერგვა – 2007 წლის აგვისტოდან).

    მუხლი 5. საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პრინციპები

1. საინვესტიციო პროგრამა ხორციელდება განსაზღვრული პირობების ფარგლებში, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შენობისა და აღჭურვილობის დადგენილ სტანდარტებს და სამშენებლო სამუშაოთა დასრულების ვადებს.

2. საინვესტიციო პროგრამაში განისაზღვრება საწოლების რაოდენობა, რომლის შექმნის ვალდებულება ეკისრება ინვესტორს.

3. უპირატესობა მიენიჭება იმ ინვესტორს, რომელიც ვალდებულებას იკისრებს, რომ შექმნას მეტი საავადმყოფო თანდართული სიიდან (არსებული კერძო და რეაბილიტირებული სიმძლავრეების გამოკლებით).

4. ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

5. საინვესტიციო პროგრამაში განისაზღვრება მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპების დასრულებისა და ობიექტის აღჭურვის ვადები.

6. საინვესტიციო პროგრამა ითვალისწინებს ინვესტორის მიერ საავადმყოფოების ჩამოყალიბებას ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირად. სავალდებულოა, რომ ამ იურიდიულ პირს გააჩნდეს საკმარისი საბრუნავი სახსრები და არ ჰქონდეს ჭარბი დავალიანება.

 ცხრილი

საწოლების გადანაწილება რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით

№

მდებარეობა

საწოლების რაოდენობა

აჭარა

 

1

ბათუმი

320 (290+30)

2

ქედა

15

3

ხელვაჩაური

15

4

ხულო

35

5

ქობულეთი

80

6

შუახევი

15

სულ აჭარა

480

იმერეთი

 

1

ქუთაისი + წყალტუბო

370 (335+35)

2

ბაღდათი

15

3

ჭიათურა

25

4

ხარაგაული

15

5

ხონი

365 (15+350)

6

სამტრედია

25

7

თერჯოლა

15

8

საჩხერე

175

9

ტყიბული

15

10

ვანი

15

11

ზესტაფონი

25

სულ იმერეთი

1060

გურია

 

1

ოზურგეთი

50

2

შეკვეთილი

40

3

ჩოხატაური

15

4

ლანჩხუთი

50

სულ გურია

155

კახეთი

 

1

თელავი

100

2

ახმეტა

15

3

დედოფლისწყარო

15

4

გურჯაანი

80

5

ლაგოდეხი

15

6

საგარეჯო

25

7

წნორი/სიღნაღი

25

8

ყვარელი

25

სულ კახეთი

300

მცხეთა-მთიანეთი

 

1

მცხეთა

100 (15+85)

2

ახალგორი

15

3

გუდაური

15

4

დუშეთი

15

5

სტეფანწმინდა

15

6

თიანეთი

15

სულ მცხეთა-მთიანეთი

175

ქვემო ქართლი

 

1

რუსთავი

100

2

ბოლნისი

15

3

დმანისი

15

4

გარდაბანი

50

5

მარნეული

50

6

თეთრიწყარო

70 (15+55)

7

წალკა

15

სულ ქვემო ქართლი

315

რაჭა-ლეჩხუმი

 

1

ამბროლაური

25

2

ცაგერი

15

3

ლენტეხი

15

4

ონი

15

სულ რაჭა-ლეჩხუმი

70

სამცხე-ჯავახეთი

 

1

ახალქალაქი

50

2

ადიგენი

185 (15+70)

3

ასპინძა

15

4

ახალციხე

100

5

ბორჯომი

25

6

ბაკურიანი

15

7

ნინოწმინდა

30 (15+15)

სულ სამცხე-ჯავახეთი

420

სამეგრელო-ზემო სვანეთი

 

1

ზუგდიდი

150

2

აბაშა

15

3

ჩხოროწყუ

15

4

ფოთი

70

5

მარტვილი

15

6

მესტია

15

7

სენაკი

15

8

წალენჯიხა

15

9

ხობი

15

10

ჯვარი

15

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთი

340

შიდა ქართლი

 

1

გორი

150

2

კასპი

15

3

ქარელი

15

4

ხაშური/სურამი

100 (20+80)

5

ცხინვალი

15

სულ შიდა ქართლი

295

სულ რეგიონებში

3610

თბილისი

 

1

ავლაბარი (I საავადმყოფო)

600

2

ორთაჭალა

150

3

საპატრიარქო – ორთაჭალა

80

4

რესპუბლიკური

270

5

თსსუ – კლინიკა

80

6

სან-ზონა

200

7

იაშვილი

300

8

ღუდუშაური

190

9

დიღმის კლასტერი

765

10

ციხის საავადმყოფო

250

11

ფსიქო-ნევრ. თავშესაფარი

100

12

ტუბ.საავადმყოფო

170

13

არსებული კერძო

1035

სულ თბილისი

4190

სულ საქართველოში

7800

* არსებული /მშენებლობის პროცესში/რეაბილიტაციის პროცესში.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის დადგენილება  №33-სსმ III, №24, 22.02.2007წ; მუხ.286

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის დადგენილება  №59-სსმ III, №45, 02.04.2007წ; მუხ.506

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის დადგენილება  №115-სსმ III, №83, 18.06.2007წ; მუხ.885

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ““, №11, 26.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.000.652 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9190-5/