1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს:
ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე;
ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.
2. დაუშვებელია დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2010).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება