დაზვერვის სააგენტოს შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2010 ბოლო ცვლილება 26.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2984
სარეგისტრაციო კოდი
130.040.000.05.001.004.012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 10/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (16)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს კანონი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

[დაზვერვის სააგენტოს შესახებ  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

+

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

+

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

+

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

2. საქართველოს დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

     მუხლი 2. საქართველოს დაზვერვის სამსახური

+

საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროები

+

1. სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

2. სამსახური ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები

+

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

+

სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ზ) მიზანმიმართულობა;

თ) ოპერატიულობა;

ი) უწყვეტობა;

კ) გეგმურობა;

ლ) ფარულობა.

 

[თავი I. ზოგადი დებულებები

+

     მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

+

1. ეს კანონი განსაზღვრავს დაზვერვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, სააგენტოს მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სხვა, თანამდევ საკითხებს.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სააგენტო

+

სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ − უსაფრთხოების სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს.

     მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროები

+

1. სააგენტო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

2. სააგენტო ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.

    მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნები

+

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, აგრეთვე ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

+

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ზ) მიზანმიმართულობა;

თ) ოპერატიულობა;

ი) უწყვეტობა;

კ) გეგმურობა;

ლ) ფარულობა.

(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

თავი II. სამსახურის საქმიანობა და უფლებამოსილება

+

[თავი II. სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

+

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

    მუხლი 6. სამსახურის საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

+

1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტიები განსაზღვრულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

4. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

5. სამსახური ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

6. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;

ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;

გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;

ე) თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა აუცილებელ კომპლექსს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;

ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

ლ)სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებს და შიფრებს;

ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს;

ო) თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

პ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს, სპეციალური მომზადების, სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, არქივს, უშვებს სპეციალურ გამოცემებს;

ჟ) სამსახურის ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს;

რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

ს) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.

7. სამსახურის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მისი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სამსახურთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება სამსახურის არქივში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.

9. სამსახური აგრეთვე ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან.

     [მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

+

1. სააგენტო ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

4. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრების გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

5. სააგენტო ამზადებს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე და მას წარუდგენს/აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს.

6. სააგენტო თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად:

ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს;

ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელ, სპეციალურ პროგრამებს;

გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს ოპერატიულ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;

ე) სააგენტოს მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებს აუცილებელი ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს სააგენტოს დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სათანადო დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებისა და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;

ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან იცავს სააგენტოს მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;

ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, დებს ხელშეკრულებებს საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა);

ო) სააგენტოს ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეების დაცვის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

პ) სააგენტოს ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისთვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს;

ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

რ) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.

7. სააგენტოს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს სააგენტოს საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სააგენტოსთან, აგრეთვე მონაცემებს სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების თაობაზე, სააგენტოს არქივში ინახება და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8. სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის განხორციელებისას შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.

9. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის

+

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც წარედგინება სადაზვერვო ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისათვის და ინფორმაციის წყაროების გაშიფვრისათვის.

 

თავი III. სამსახურის შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა

+

[თავი III. სააგენტოს შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

+

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

    მუხლი 8. სამსახურის შემადგენლობა

+

1. სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა.

1​1. სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

     [მუხლი 8. სააგენტოს შემადგენლობა

+

1. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (სააგენტოს მოხელე), სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სააგენტოს მოხელე), აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მისი ქვედანაყოფების უფლებები და მოვალეობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 9. სამსახურის უფროსი

+

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;

ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს;

გ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის;

გ​1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;

ე) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

ვ) სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საკლასო ჩინებს;

ზ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

თ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ი) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

კ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ლ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

     [მუხლი 9. სააგენტოს უფროსი

+

1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. სააგენტოს უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს ეროვნული სადაზვერვო პროგრამისა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის  ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისთვის წარდგენას/მიწოდებას;

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მისავლენად უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების კანდიდატურებს;

დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

ე) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას დასამტკიცებლად წარუდგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს;

ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით:

ვ.ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებსა და სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს;

ვ.ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;

ვ.გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს;

ვ.დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ.ე) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

ვ.ვ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ვ.ზ) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების გაცემის შესახებ;

ვ.თ) დადგენილი წესით წაახალისებს სააგენტოს მოსამსახურეებს ან სააგენტოს მოსამსახურეებს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;

ვ.ი) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

ვ.კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ზ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. არ შეიძლება სააგენტოს უფროსს ეკავოს სხვა თანამდებობა ან იგი ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 10. სამსახურის უფროსის მოადგილეები

+

1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი – პირველი მოადგილე.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო მათი უფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

     [მუხლი 10. სააგენტოს უფროსის მოადგილეები

+

1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, პირველი მოადგილე.

2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეები

+

1. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

2​1. სამსახურში მიღებული პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2​2. სამსახურის ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან სამმართველოს უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიის თანამდებობაზე ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიაზე უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურმა შეიძლება მიავლინოს პირი, რომელსაც აქვს სამსახურის ოპერატიულ ან/და ანალიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და საკლასო ჩინი. მათი ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან.

6. (ამოღებულია - 21.09.2023, №3509).

7. სამსახურის მოსამსახურის შრომითი საქმიანობა წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

8. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.

9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (საქართველოს დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას.

13. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.

14. სამსახურის მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სამსახური.

15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

     [მუხლი 11. სააგენტოს მოსამსახურეები

+

1. სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით, სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ სამართლებრივი აქტით ან/და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სააგენტოში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით გამოსცემს. ამ აქტით შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე მოწესრიგდეს მის წახალისებასთან, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

3. სპეციალური შემოწმების შემდეგ სააგენტოში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც პირადი და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

4. სააგენტოში სამუშაოდ მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით. იგი ვალდებულია გაიაროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსი. პირის სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე ან უფრო მაღალი კატეგორია შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს:

ა) საქართველოს სადაზვერვო დაწესებულებაში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

ბ) უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვითი ფუნქციის ან/და ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

6. სააგენტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება მივლენილ იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვო-ოპერატიული ფუნქციის, სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

7. სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის, პირის სპეციალური შემოწმებისა და სააგენტოში მისი სამუშაოდ მიღების წესსა და პირობებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამ აქტით აღნიშნული წესი და პირობები „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს.

8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

9. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

10. სააგენტოში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.

11. სააგენტოს მოსამსახურეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, მისი სააგენტოში სამსახურის გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, რომელიმე საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში შეიძლება ეკავოს თანამდებობა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი მას შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

12. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სტატუსის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება მის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

13. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს საწვავითა და სასაუბრო დროით.

14. სააგენტოს მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო.

15. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულების თანამშრომელი აღნიშნული სადაზვერვო დაწესებულების კადრში დატოვებით. სააგენტოს მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16. სააგენტოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოს. სააგენტოს მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს განაკვეთები, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურისთვის მისაცემი დანამატები და მათი განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

17. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

18. სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი განისაზღვრება და უწყებრივი სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები მტკიცდება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

     მუხლი 11​1. (ამოღებულია)

+

     მუხლი 11​2. სამსახურის მოსამსახურის ფიცი

+
 

1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3509).

2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ დებს სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

3. სამსახურის წარდგინებით სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

     [მუხლი 11 ​2 . (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

+

 

თავი IV. სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობები

+

[თავი IV. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

    მუხლი 12. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

+

სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

    მუხლი 13. სამსახურში პირის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

+

სამსახურში პირის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ნასამართლობა;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადება;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა საფუძველი.

    მუხლი 14. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

+

1.სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

2. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

     [მუხლი 14. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 15. სამსახურის მოსამსახურის წახალისება

+

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება სამსახურის მოსამსახურის წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

კ) თანამდებობრივი დაწინაურება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სამსახურის უფროსს.

4. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მის პირად საქმეში.

საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1835  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

     [მუხლი 15. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 16. სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება

+

სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

ბ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას;

დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;

ვ) შტატების შემცირებისას;

ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების ორგანოებში/ორგანოს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში/საკრებულოს აპარატში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევისას, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;

თ) საკუთარი ინიციატივით;

ი) სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო;

კ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით;

მ) სამსახურში მიღებისათვის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

ნ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;

ო) (ამოღებულია - 07.09.2022, №1723);

პ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას;

ჟ) სამსახურის ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ას ან/და ლიკვიდაციისას;

რ) გარდაცვალებისას;

ს) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ტ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

უ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში.

საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1731  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.

     მუხლი 17. სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

+

1. სამსახურის მოსამსახურე დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. სამსახურის მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის – სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნის, აგრეთვე ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენისათვის, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ სამსახურის გარეთ, სამსახურის შინაგანაწესის დარღვევისათვის, მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) უფრო დაბალი კატეგორიის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არაუმეტეს 1 წლით;

ზ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამსახურის მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამ ვადაში არ შედის სამსახურის მოსამსახურის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. ამ ვადაში არ შედის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო. სამსახურის მოსამსახურის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იგი სამსახურიდან თავისუფლდება მისი ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.

5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს.

6. სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

7. დისციპლინური სახდელის დადება ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. მას გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც დაედო დისციპლინური სახდელი. ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინახება სამსახურის მოსამსახურის პირად საქმეში.

8. სამსახურის მოსამსახურე დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 6 თვე და მას არ დაედო ახალი სახდელი.

9. სამსახურის მოსამსახურეს წინათ დადებული დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ამ კანონით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს. ეს ბრძანება ინახება მის პირად საქმეში.

    მუხლი 17​1. სამსახურის მოსამსახურის სამუშაო დრო

+
 

1. სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

2.სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის დროსაც სამსახურის მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს მისთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამსახურის მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

     მუხლი 18. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება

+

1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

თავი V.  სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა

+

[თავი V. სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

+

    მუხლი 19. სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

+

1.სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. სამსახურის მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

3. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მისი და მისი ოჯახის წევრთა ღირსების შელახვა, მათ მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. სამსახურის მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა, მისი დაკავება, სამუშაო ადგილის, ბინის, სათავსის, მისი პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.

5. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის სამსახურის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრთა დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განთავისუფლებას.

    მუხლი 20. სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

+

დაუშვებელია სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.

    [მუხლი 20. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები

+

1. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.

2. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში ახორციელებს, ნამსახურობის 1 დღე 2 დღედ ეთვლება. სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

3. სადაზვერვო საქმიანობის საქართველოს საზღვრების გარეთ განხორციელებისთვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მის/მათ გათავისუფლებას.

4. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის საზღვარგარეთ იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, სრულად უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის 1 დღე ნამსახურობის 3 დღედ ეთვლება.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო მიეცემა შესაბამისად ორმაგი ოდენობითა და სამმაგი ოდენობით.

6. სააგენტოს მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან მისი გამოაშკარავების შედეგად მის მიერ პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული გარემოების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის დასაქმებას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

თავი VI. სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა

+

[თავი VI. (ამოღებულია)(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 21. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა

+

1. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2​1. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. სამსახურის მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.  სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

5. ამ მუხლის მე- 4 პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა ამ კანონის მე-16 მუხლის „ე“, „ ი“, „კ“ ან/ და „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

6. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

7. ზიანი, რომელიც მიადგა სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებასთან, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.

    მუხლი 22. კომპენსაცია სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო

+

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მის ოჯახს/ მემკვიდრეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯებს დადგენილი ოდენობით და ნეშტის გადასვენების ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მოსამსახურის, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

3. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში დასახიჩრდა ან/და დაინვალიდდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 10 000 ლარისა.

4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში შეეზღუდა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

5. სამსახურის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციითა და დახმარებით უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.

6. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ.

7. სადაზვერვო საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

8. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის საზღვარგარეთ დააკავეს ან დააპატიმრეს, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.

9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით.

10. სამსახურის მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის შრომით მოწყობას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.

11. სამსახურის მოსამსახურეთათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის უფროსმა შეიძლება დაადგინოს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

    [მუხლი 22. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

თავი VII. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან

+

    მუხლი 23. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან

+

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სამსახურს შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, უფლება აქვს:

ა) სამსახურთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით;

ბ) სამსახურის მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სამსახურის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;

ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდში.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს სამსახურთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;

ბ) არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;

გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

    მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან

+

1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან, განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

4. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სამსახურთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

 

[თავი VII. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან

+

     მუხლი 23. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან

+

1. სააგენტო უფლებამოსილია სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს იმ პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მასთან სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე. აღნიშნულ პირთან სააგენტოს თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, უფლება აქვს:

ა) სააგენტოსთან დადოს კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ან მასთან სხვა ფორმით ითანამშრომლოს;

ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სააგენტოს მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;

ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სააგენტოსთან მისი თანამშრომლობის პერიოდში.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;

ბ) არ მიაწოდოს სააგენტოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;

გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

    მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან

+

1. იმ პირის სოციალური დაცვის საკითხი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით.

2. იმ პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მას სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი  შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

4. არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირის ან/და ორგანიზაციის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

თავი VIII. სამსახურის დაფინანსება

+

    მუხლი 25. სამსახურის დაფინანსება

+

სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

[თავი VIII. სააგენტოს დაფინანსება

+

     მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება

+

1. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სააგენტოს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ასიგნებები გაითვალისწინება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე პროგრამული კოდით. 

(ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

თავი IX. სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

+

[თავი IX. სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან) ]

+

     მუხლი 26. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობა

+

სამსახურზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    [მუხლი 26. სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა

+

სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მისი მოადგილე.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

 

  მუხლი 27. საპარლამენტო კონტროლი

+

      სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

    [მუხლი 27. საპარლამენტო კონტროლი

+

სააგენტოს საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

    მუხლი 28. (ამოღებულია)

+

     მუხლი 29. საფინანსო კონტროლი

+

სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველოს 201 2 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

     [მუხლი 29. ფინანსური კონტროლი

+

სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)]

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი  

+

    მუხლი 30. გარდამავალი დებულება

+

სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.   

     მუხლი 30​1. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

+

1. 2025 წლის 1 იანვრამდე:

ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით;

ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით;

გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

2. წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

3. იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

     მუხლი 31. დასკვნითი დებულება

+

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

  საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
  თბილისი,
 
  2010 წლის 27 აპრილი.
  №2984–რს
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“, №2984, 27.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.05.001.004.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92248-16/