1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.
21. ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ წარედგინება. ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღონ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
31. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
32. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/ პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.03.2022 კანონი №1464
- 12.06.2020 კანონი №6284
- 26.07.2017 კანონი №1224
- 19.02.2016 კანონი №4784
- 20.03.2013 კანონი №347
- 25.11.2011 კანონი №5348
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევისავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან,არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუროდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით. 21. ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.ერთხელ ცენტრისათვისწარედგინება. ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. 3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე,საფუძველზე ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ,შესახებ გადაწყვეტილება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.დაკავშირებით, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 31. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ. 32. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/ პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვისდაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310018002613962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების…
- საქმე №330310018002370328 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 2----–-–---------------–ის სხდომაზე განიხილა შპს,,თ---–-------------–------------------"-ში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის,,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 562-ე მუხლის მე-3 პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის, 564-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება