1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) სკოლის ფილოსოფიას;
ბ) სასკოლო კურიკულუმს;
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;
დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.
21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
დ) ადამიანურ რესურსებს;
ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
4. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.03.2022 კანონი №1464
- 20.09.2018 კანონი №3445
- 19.02.2016 კანონი №4784
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები 1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) საგანმანათლებლოსკოლის პროგრამებს;ფილოსოფიას; ბ) მატერიალურსასკოლო რესურსებს;კურიკულუმს; გ) ადამიანურსასწავლო რესურსებს.პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას; დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას. 21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 4. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
…და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-7 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შპს,,...-ის’’ მიერ 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ა.ჯ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი BA №...- არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების…
- საქმე №330310017002186404 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2019
საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7 მუხლებზე, 35-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი…
- საქმე №330310018002642693 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.11.2018
აღნიშნულიდან გამომდინარე,,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,,გ” ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი მე-2, მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უარი თქვა ბე–-----------–---–ის SHSSA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
- საქმე №330310018002316287 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
აღნიშნულიდან გამომდინარე,,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,,გ’’ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,,გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა მოსარჩელეს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
- საქმე №330310018002632018 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №330310018002595066 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №330310018002509502 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №330310018002592291 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №010310016001574683 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება