თავი II — განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;
ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;
ბ2) ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას;
ბ3) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445)
;
ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;
ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5022 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5278 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4161 – ვებგვერდი, 21.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 15.05.2024 კანონი №4161
- 30.03.2022 კანონი №1464
- 16.03.2022 კანონი №1429
- 16.03.2021 კანონი №350
- 01.11.2019 კანონი №5278
- 20.09.2018 კანონი №3445
- 05.07.2018 კანონი №3028
- 27.04.2016 კანონი №5022
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; ბ2) ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას; ბ3) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445) ; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. [ 3. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურების ოდენობა, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2024 წლის 18 აგვისტოდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(127)
- საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე,,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო…
- საქმე №ბს-448(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2025
…საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
- საქმე №ბს-699(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
…იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
- საქმე №ბს-1260(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის 10 დადასტურებას.
- საქმე №ბს-999(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…დადასტურების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონზე, რომლის მიზანს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
- საქმე №ბს-383(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-394(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
- საქმე №ბს-359(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
- საქმე №ბს-403(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბს-1205(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-160(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ბს-372(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-924(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-399(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-143(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2023
- საქმე №ბს-1453(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
- საქმე №ბს-1146(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ბს-837(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
- საქმე №ბს-1152(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ბს-1062(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2022
- საქმე №ბს-864(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-94(კ-კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2021
- საქმე №ბს-988(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ბს-996(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2021
- საქმე №ბს-121(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
- საქმე №330310018002307544 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330310018002316559 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
- საქმე №330310018002637851 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330310018002740665 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310018002513492 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2019
- საქმე №330310017002221838 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310018002491877 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310018002591330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
- საქმე №330310018002348239 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330310017002213717 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330310018002534578 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
- საქმე №330310017002036473 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310017002044385 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №330310018002313222 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №330310018002576605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 127-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება