თავი II — განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
22. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.
23. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას;
ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება.
24. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით.
4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.
5. ცენტრის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 და 102 მუხლების მოქმედება.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3836 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4366 - ვებგვერდი, 03.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №403 - ვებგვერდი, 03.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 01.04.2025 კანონი №403
- 27.06.2024 კანონი №4366
- 30.11.2023 კანონი №3836
- 16.03.2021 კანონი №350
- 05.07.2018 კანონი №3028
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი 1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 21. ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 22. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში. 23. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას; ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება. 24. ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით. 4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო. 5. ცენტრის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 და 102 მუხლების მოქმედება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-328(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
…და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-7 მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შპს,,...-ის’’ მიერ 2011 წელს მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ა.ჯ-ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი BA №...- არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
- საქმე №ბს-1260(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
…საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების“ შესაძლებლობას (მე-4 მუხ.). განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ.N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 და მე-4 მუხლები აწესრიგებენ განსხვავებულ შემთხვევებს და თითოეულ შემთხვევაში საკითხის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია სხვადასხვა წინაპირობების შემოწმებაზე.
- საქმე №ბს-924(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამ „წესის“ მიხედვით, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების…
- საქმე №ბს-1062(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2022
…საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების“ შესაძლებლობას (მე-4 მუხ.). განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ.N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 და მე-4 მუხლები აწესრიგებენ განსხვავებულ შემთხვევებს და თითოეულ შემთხვევაში საკითხის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია სხვადასხვა წინაპირობების შემოწმებაზე.
- საქმე №330310018002613962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება