„ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.10.2006 ბოლო ცვლილება 08.10.2013
ნომერი
№3/466
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.009.507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.507

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/466

+

2006 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

+

„სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულე ბ ა

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი) შექმნილია და ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე და არის მისი უფლებამონაცვლე.

2. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

3. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

4. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

5. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი. თეატრის ქ. № 2.

    მუხლი 2. თეატრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

+

თეატრის ძირითად მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, თეატრალური ხელოვნების განვითარება, ტრადიციების აღორძინება და ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა.

    მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი

+

1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანში, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;

ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება;

ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.

2. თეატრს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ ) სესხის აღება;

გ ) თავდებობა;

დ ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა“და „ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

5. თეატრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების „კულტურის შესახებ“, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

    მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა

+

1. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.

2. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.

4. თეატრის მმართველი:

ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მოწვევა -განთავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე;

გ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით;

დ) ამტკიცებს თეატრის წლიურ ბიუჯეტს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის წლიურ ბალანსს ;

ე) შეუძლია შექმნას და უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს (სამხატვრო საბჭო და სხვა).

5. სამინისტროს გადაწყვეტილებით თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.

6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.

7. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;

ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს თეატრის დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე.

გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს – სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს.

8. თეატრს შეიძლება ჰყავდეს მთავარი რეჟისორი იმ შემთხვევაში, თუ თეატრის მმართველი ან სამხატვრო ხელმძღვანელი შესაბამისად არ არის რეჟისორი.

9. მთავარ რეჟისორს თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს და მასთან შრომით ხელშეკრულებას დებს თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

10. იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლება -მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

    მუხლი 5. თეატრის ქონება

+

თეატრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება, სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

    მუხლი 6. თეატრის დაფინანსების წყაროები

+

1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი;

ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.

    მუხლი 7. თეატრის სახელმწიფო კონტროლი

+

1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

    მუხლი 8. თეატრის წლიური ბალანსი

+

1. თეატრი აწარმოებს საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 9. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

+

თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

+

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/185-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1647

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ", №3/466, 23.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.507 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93286-1/