,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №122
2005 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით კობერიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. დამტკიცდეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.
3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებს, სამომავლო განვითარების სტრატეგიას და შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგე-ნილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;
გ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან სავაჭრო რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები სავაჭრო რეფორმის განხორციელების თაობაზე;
გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
დ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენას, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვას.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.
4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით კობერიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №97, 19.08.2005 წ., მუხ.1094
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №205 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1478
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №220 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2204
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №26 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.270
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.609
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №143 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1106
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1402
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №235 - სსმ III, №151, 26.10.2007 წ., მუხ.1673
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №293 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2033
მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. დამტკიცდეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.
3. (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.609
31. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №131 დადგენილება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №97, 19.08.2005 წ., მუხ.1094
3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №97, 19.08.2005 წ., მუხ.1094
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №205 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1478
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №220 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2204
4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №26 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.270
5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №76 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.609
6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №143 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1106
7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1402
8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №235 - სსმ III, №151, 26.10.2007 წ., მუხ.1673
9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №293 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2033
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებს, სამომავლო განვითარების სტრატეგიას და შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები🔗
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგე-ნილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;
გ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი🔗
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან სავაჭრო რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები სავაჭრო რეფორმის განხორციელების თაობაზე;
გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
დ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე🔗
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენას, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვას.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.
4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა🔗
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“?
- „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“ მიღებულია 29.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №122. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.256.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2009.
- სად არის „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”“, №122, 29.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.256 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9346/