1. თუ საქმის გარემოებების გასარკვევად, ფაქტების დასადგენად, დოკუმენტების გადაცემის ან სხვა მიზნით აუცილებელია სასამართლო მოქმედებების განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია აღიძრას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სათანადო დაწესებულების მიმართ.
2. თუ მოქმედება ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მისიის ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, შუამდგომლობა უნდა აღიძრას მათ მიმართ.
3. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისთვის დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა მოიცავდეს მისი შესრულებისათვის საჭირო მონაცემებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-214-199-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2015
სასამართლო ვალდებული იყო, ემოქმედა იმავე კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურებით. გარდა აღნიშნულისა, დ.ტრეტიაკოვისათვის მაინც ვერ ჩაითვლებოდა ჩაბარებულად ვერც სარჩელი და ვერც სხვა ინფორმაცია სასამართლოს რომც ჰქონოდა საერთაშორისო კომპეტენცია, რადგან ამ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობს რასაც თვითონ სასამართლოც მიუთითებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება