1. თუ მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს, მას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილებით შეიძლება დაეკისროს დადგენილ ვადაში სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა.
2. გარანტია საჭირო არ არის, თუ:
ა) ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა მოსარჩელე, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გარანტიებს არ ითხოვს;
ბ) მოპასუხეს არ შეუძლია დაასაბუთოს მოთხოვნა გარანტიის მიცემის თაობაზე.
3. გარანტიის მოთხოვნის თაობაზე მოპასუხეს შუამდგომლობა შეაქვს საქმის ზეპირი განხილვისას, რომელზეც მას განემარტა ასეთი შუამდგომლობის უფლების შესახებ.
4. გადაწყვეტილება გარანტიის მიცემის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს განჩინებით. შუამდგომლობის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმე განიხილება მხოლოდ გარანტიების ჩაბარების შემდეგ.
5. მხარისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტია არ მოითხოვება, თუ დავა განიხილება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3946
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ა-6270-შ-187-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
…მოქმედი არცერთი კანონი არ ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას, ანუ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას, ადვოკატის ხარჯის წინასწარ გადაუხდელობის გამო, სწორედ ამიტომ საცნობი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო მართლწესრიგს; 17.10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შინაარსს თუ შევაფასებთ, არც მითითებული ნორმა ითვალისწინებს ადვოკატის ხარჯის უზრუნველყოფის…
- საქმე №ა-2823-შ-74-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2025
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე, 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რ.ა.ხ–ას საინვესტიციო ორგანოს განცხადება ხარჯების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
- საქმე №ა-2137-შ-61-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2015
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 58-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 71-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ს. ბ-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ.
- საქმე №ას-85-790-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2003
…გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამასთან, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის შემდეგ მოსარჩელისაგან შეუძლებელი გახდება სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯების, 3000 აშშ დოლარის, ანაზღაურების გარანტიის მიცემა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება