1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.
2. (ამოღებულია).
3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი.
5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1152
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-699აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2018
დ-ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13- მე-15, 24-ე მუხლების, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლებისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოდან რ-ის ფ-ში გასამგზავრებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი…
- საქმე №330210019003072504 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.03.2020
…– Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.). „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება