1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს
2008
წლის
დეკემბრის
კანონი
№804-
სსმ
I, №40, 29.12.2008
წ
.,მუხ
.265
საქართველოს
2015
წლის
მარტის
კანონი
№3396 –
ვებგვერდი
, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3700 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 4
მარტის კანონი
№4844
- ვებგვერდი, 22.03.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.03.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.03.2016 კანონი №4844
- 12.06.2015 კანონი №3700
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ას-334-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 19. “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის,…
- საქმე №ას-159-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
კასატორის შუამდგომლობის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი აწესრიგებს არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლას…
- საქმე №ას-895-861-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2016
მხარემ მიიჩნია, რომ სსკ-ის 1197-ე მუხლის, 1200-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს ბავშვების საქართველოს საზღვარზე გადაყვანა უნდა შეეფასებინა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილებად.
- საქმე №190210019002973229 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 13.02.2020
…ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
- საქმე №190210019002896032 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 25.12.2019
…ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
- საქმე №200210018002625190 · თელავის რაიონული სასამართლო · 18.11.2019
- საქმე №421210019003097090 · ყვარელის მაგისტრატი სასამართლო · 07.11.2019
- საქმე №190210019002822833 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №200210018002527254 · თელავის რაიონული სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №190210018002287897 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 09.07.2019
- საქმე №030210019002822989 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330210019002844434 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.06.2019
- საქმე №190210019002884659 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №190210019002854859 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №200210018002497370 · თელავის რაიონული სასამართლო · 14.05.2019
- საქმე №330210018002711754 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №330210018002789660 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №330210018002719972 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330210018002463056 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №080210017001973808 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №190210018002442316 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №330210018002613539 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №190210018002263116 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330210018002610198 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.11.2018
- საქმე №330210018002481423 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330210018002487826 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №190210018002270718 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №030210017001957764 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 18.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება