„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №75
2005 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესის ხელშეწყობის, აგრეთვე არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
საქართველოს პრეზიდენტის 200 8 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №3 65 -სსმ III, № 101 , 1 6 .0 7 .200 8 წ; მუხ. 1117
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი).
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №365-სსმ III, №101, 16.07.2008წ; მუხ.1117
+

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესის ხელშეწყობის, აგრეთვე არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 31 მარტის ბრძანებულება № 155 -სსმ III, № 40 , 31 .0 3 .200 9 წ; მუხ. 453
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სასწავლო პროცესების (სასწავლო კურსების) მიმდინარეობის, ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება-დანერგვის პროცესის ხელშეწყობის, არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
საქართველოს პრეზიდენტის 200 8 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №3 65 -სსმ III, № 101 , 1 6 .0 7 .200 8 წ; მუხ. 1117
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №40, 31.03.2009წ; მუხ.453
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი).
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №40, 31.03.2009წ; მუხ.453
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №40, 31.03.2009წ; მუხ.453
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №365-სსმ III, №101, 16.07.2008წ; მუხ.1117
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №365-სსმ III, №101, 16.07.2008წ; მუხ.1117
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №155-სსმ III, №40, 31.03.2009წ; მუხ.453
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“, №75, 11.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94270-1/