,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ლადო ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №224-სსმ III, №162, 01.12.2006წ; მუხ.2208
2. კომისიამ:
2.1. ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს:
ა) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას;
ბ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერინარული შტაბების მუშაობას;
გ) სხვადასხვა სადეზინფექციო მოწყობილობით, დანადგარით, სპეციალური ტანსაცმლითა და სპეციალური ხსნარებით უზრუნველყოფას.
2.2. მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
3. დამტკიცდეს საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №224-სსმ III, №162, 01.12.2006წ; მუხ.2208
საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს:
ა) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას;
ბ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერინარული შტაბების მუშაობას;
გ) სხვადასხვა სადეზინფექციო მოწყობილობით, დანადგარით, სპეციალური ტანსაცმლითა და სპეციალური ხსნარებით უზრუნველყოფას.
მუხლი 3. კომისიის ვალდებულება
მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის სახით კომისიის სხდომაზე.
2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა ერთი მესამედის მიერ.
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ლადო ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №224-სსმ III, №162, 01.12.2006წ; მუხ.2208
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №24-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.268
2. კომისიამ:
2.1. ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს:
ა) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას;
ბ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერინარული შტაბების მუშაობას;
გ) სხვადასხვა სადეზინფექციო მოწყობილობით, დანადგარით, სპეციალური ტანსაცმლითა და სპეციალური ხსნარებით უზრუნველყოფას.
2.2. მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
3. დამტკიცდეს საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №224-სსმ III, №162, 01.12.2006წ; მუხ.2208
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №24-სსმ III, №23, 20.02.2007წ; მუხ.268
საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები🔗
კომისიის ძირითადი ამოცანებია ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს:
ა) ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას;
ბ) ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერინარული შტაბების მუშაობას;
გ) სხვადასხვა სადეზინფექციო მოწყობილობით, დანადგარით, სპეციალური ტანსაცმლითა და სპეციალური ხსნარებით უზრუნველყოფას.
მუხლი 3. კომისიის ვალდებულება🔗
მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა🔗
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის სახით კომისიის სხდომაზე.
2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა ერთი მესამედის მიერ.
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა🔗
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.
მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”“, №14, 18.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.397 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9484-1/