„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №321
2005 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და დანართები (დანართი №1, №2 და №3).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №368-სსმIII, №101, 16.07.2008წ., მუხ.1120
2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
3. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ივლისის ბრძანებულება № 382 – ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი
მუხლი 1
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები.
მუხლი 2
1. გადაწყვეტილებას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3
1. იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომ ე ლთათვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოებისა და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობა ს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №382 – ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 4
1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.
2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენებითა და მედლებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 5
საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს მთავარი პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების უფროსის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ქ. თბილისის მერის, აგრეთვე სახელმწიფო ქონებაზე დაფუძნებული იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წარდგინებით, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 6
1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობას აღძრავს ის დაწესებულება, რომელშიც მუშაობს დასაჯილდოებელი პირი ან ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი. შუამდგომლობა უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების შესახებ აღიძვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2. შუამდგომლობის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი №1) დაჯილდოების ფურცელი და ორ კვირაში ეგზავნება წარდგენის უფლების მქონე (ამ ბრძანებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ) შესაბამის ორგანოს, რომელიც შუამდგომლობაზე თანხმობის შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს იმავე ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბა-მისი სამსახურის მეშვეობით.
21 . ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს დაჯილდოების ფურცელთან ერთად უგზავნის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (რეგისტრაციის ადგილის მითითებით) და პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით – თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროულ ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში – აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური განიხილავს წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებებსა და სამართლებრივი აქტის პროექტს.
4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ამ ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №368-სსმIII, №101, 16.07.2008წ., მუხ.1120
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 7
სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 8
1. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი ან სხვა ოფიციალური პირი. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ დაჯილდოების ცერემონიისათვის ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ ივსება თანდართული ნიმუშის (დანართი №2) სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დაჯილდოებული პირისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი და ერთ თვეში ბარდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს.
მუხლი 8 1 .
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;
ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს რეგისტრაციის ადგილის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას, ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;
დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 9
სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები ან მათი აღმნიშვნელი ნიშნები.
მუხლი 10
1. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით მისი ჯილდო და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.
2. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.
მუხლი 11
საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ იმავე პირობის არსებობისას.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანებულება №588-სსმIII, №95, 03.08.2010წ., მუხ.1395
მუხლი 12
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 13
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მსგავსი სამკერდე ნიშნების დაწესება, დამზადება და სახელმწიფო ჯილდოების ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ჯილდოების სხვა სახის შეურაცხყოფა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
დაჯილდოების ფურცელი
1. გვარი, სახელი, მამის სახელი _________________________________________________
______________________________________________________________________________
2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა_______________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი_____________________________________
4. მოქალაქეობა _______________________________________________________________
5. განათლება
6. რომელი ორდენით და მედლით იყო დაჯილდოებული და როდის
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
7. ბინის მისამართი____________________________________________________________
______________________________________________________________________________
ტელეფონი ბინის __________________________ სამსახურის______________________
8. რომელ ჯილდოზეა წარდგენილი______________________________________________
ის კონკრეტული დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია ჯილდოზე
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის
კადრების სამსახური
ბ.ა. ___________________________________________________________________
სახელმწიფო დაწესებულების,
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
„ “ 200 წ.
დანართი №2
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო
ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების
სამსახური
დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ
| № | განკ. № თარიღი | ჯილდოს დასახელება | დაჯილდოებულის სახელი, გვარი | ვის მიერ არის წარმოდგენილი | ვის გადაეცა (ორგანიზაცია, გვარი, სახელი,თანამდებობა, ტელეფონის №) | გადაცემის თარიღი | მიმღების ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
სახელმწიფო ჯილდოების (ორდენებისა და მედლების) გადაცემის
ო ქ მ ი
---------------------------- „--------“ -------------- 200 წ.
გადაცემის ადგილი გადაცემის თარიღი
მე, _______________________________________________________________________________
(თანამდებობა)
___________________________________________________________________________________________
(გადამცემი პირის სახელი და გვარი)
საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადავეცი სახელმწიფო ჯილდო საქართველოს
პრეზიდენტის 200 წლის „ -----------“ -------------------------------
№ -------------------------- განკარგულებით დაჯილდოებულს
___________________________________________________________________________________________
(განკარგულების ტექსტი)
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
(ჯილდოს დასახელება)
| № | სახელი, გვარი | სამუშაო ადგილი, თანამდებობა |
|
|
|
|
ბ.ი. ჯილდოს გადამცემი პირის
ხელმოწერა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ”, №321, 07.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94924-3/