,,ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.07.2005 ძალადაკარგული 22.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№585
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 18/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №585

2005 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ზოგიერთი დაწესებულების საქმიანობის სრულყოფისათვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ინსტიტუციონალური პატრონაჟის (მზრუნველობა, მოვლა-პატრონობა) მიზნით შეიქმნას შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) (ამოღებულია);

ბ) „სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება“;

გ) „ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი“.

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის, აღზრდა-განათლებისა და მკურნალობის მიზნით შეიქმნას შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) „კასპის ბავშვთა სახლი“;

ბ) „სენაკის ბავშვთა სახლი“;

გ) „ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი“;

დ) „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“;

ე) „თბილისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი“;

ვ) „მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი“.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს მთავრობის წინადადება შემდეგი კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ:

ა) შპს „თბილისის მოხუცთა პანსიონატი – „სავანე“;

ბ) შპს „ხანდაზმულთა და ინვალიდთა თავშესაფარი – „წყალწითელა“;

გ) შპს „ძევრის ინვალიდთა სახლი“;

დ) შპს „კასპის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;

ე) შპს „სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატი“;

ვ) შპს „ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატი – „ტონუსი“;

ზ) ს/ს „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“;

თ) შპს „ბავშვთა სანატორიუმი – „გაზაფხული“;

ი) შპს „ბავშვთა სავანე“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფო.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, გარდა ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

41. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს „ბავშვთა სავანეს“ – სარეაბილიტაციო მკურნალობის საავადმყოფოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

5. ბრძანებულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაამტკიცოს ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებები და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

7. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ წინადადებების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებულება №51-სსმ III, №15, 10.02.2009წ; მუხ.175

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ”“, №585, 12.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95464-1/