,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
2005 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ეროვნული სამეცნიერო ფონდი).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):
ა) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დებულების დამტკიცება;
ბ) განახორციელოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
გ) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) კანდიდატურისა და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

ა) (ამორებულია);
ა) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დებულების დამტკიცება;
ბ) განახორციელოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
გ) (ამორებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №657-სსმ III, №150, 08.11.2006წ; მუხ.2080
გ) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) კანდიდატურისა და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანებულება №657-სსმ III, №150, 08.11.2006წ; მუხ.2080
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“?
- „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“ მიღებულია 17.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №653. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2010.
- სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ”“, №653, 17.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95530/