,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №687
2005 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა თანდართული ნუსხა.
მ. სააკაშვილი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების (მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები და წილები) სახეობებია:
1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შენობა-ნაგებობები, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის აუცილებელი ობიექტები.
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საკანალიზაციო, სანიაღვრე და სამელიორაციო სისტემები და ობიექტები შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
5. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ურბანიზაციის, საპროექტო და მშენებლობის, ასევე შიდა, საქალაქო გზების შეკეთების ობიექტები.
6. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანიტარიული დასუფთავების, დეზინფექციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ობიექტები, ნაგავსაყრელები და მყარი ნარჩენების დეპონირების ინფრასტრუქტურა.
7. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინფორმაციო საშუალებები, ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრებისა და მათი მუშაობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები.
8. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები.
9. სასაფლაოები, პანთეონები, კრემატორიუმები და სარიტუალო მომსახურების ობიექტები.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №431-სსმ III, №95, 18.07.2006წ; მუხ.1266
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულება №534-სსმ III, №136, 28.09.2007წ; მუხ.1476
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულება №701-სსმ III, №123, 12.10.2009წ; მუხ.1408
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების (მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები და წილები) სახეობებია:
1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შენობა-ნაგებობები, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულება №701-სსმ III, №123, 12.10.2009წ; მუხ.1408
4. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 17 ივლისის ბრძანებულება № 431 -სსმ III, № 95 , 18 . 07 .200 6 წ; მუხ. 1266
5. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 17 ივლისის ბრძანებულება № 431 -სსმ III, № 95 , 18 . 07 .200 6 წ; მუხ. 1266
6. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 17 ივლისის ბრძანებულება № 431 -სსმ III, № 95 , 18 . 07 .200 6 წ; მუხ. 1266
7. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 200 6 წლის 17 ივლისის ბრძანებულება № 431 -სსმ III, № 95 , 18 . 07 .200 6 წ; მუხ. 1266
8. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულება №534-სსმ III, №136, 28.09.2007წ; მუხ.1476
9. (ამოღებულია) .
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულება №534-სსმ III, №136, 28.09.2007წ; მუხ.1476
10. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების (თავშესაფრების) განთავსებისათვის აუცილებელი ობიექტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებულება №701-სსმ III, №123, 12.10.2009წ; მუხ.1408
3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის აუცილებელი ობიექტები.
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საკანალიზაციო, სანიაღვრე და სამელიორაციო სისტემები და ობიექტები შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
5. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ურბანიზაციის, საპროექტო და მშენებლობის, ასევე შიდა, საქალაქო გზების შეკეთების ობიექტები.
6. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანიტარიული დასუფთავების, დეზინფექციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ობიექტები, ნაგავსაყრელები და მყარი ნარჩენების დეპონირების ინფრასტრუქტურა.
7. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინფორმაციო საშუალებები, ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრებისა და მათი მუშაობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები.
8. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები.
9. სასაფლაოები, პანთეონები, კრემატორიუმები და სარიტუალო მომსახურების ობიექტები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“?
- „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“ მიღებულია 08.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №687. სარეგისტრაციო კოდი — 040.090.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2013.
- სად არის „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”“, №687, 08.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95698/