,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2005 ძალადაკარგული 18.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№831
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 17/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №831

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის დასვენების ორგანიზებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი „ვარციხე“ (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

       საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №538-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1321

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბაღდათის რაიონის დაბა ვარციხეში მდებარე სამთავრობო რეზიდენციის კომპლექსის და მის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრისათვის გადაცემა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება №538-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1321

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის“ შექმნის შესახებ”“, №831, 17.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96010-1/