„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2005 ძალადაკარგული 14.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№851
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 27/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №851

2005 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის რეზერვების მომზადების, განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენისა და საქართველოს კადეტთა და იუნორთა ნაკრები გუნდების წევრობისათვის კანდიდატების მომზადების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

     საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება№537-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1320

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილის №25-ში მდებარე უძრავი ქონების (გარდა ადმინისტრაციის შენობისა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონების – კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ივლისის ბრძანებულება№537-სსმIII,№90,

26.07.2010წ.,მუხ.1320

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“, №851, 27.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96076-1/