„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.11.2005 ძალადაკარგული 02.04.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№927
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 131, 08/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №927

2005 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

      საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500-სსმIII,№85, 14.07.2010წ.,მუხ.1228

2​1. ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე.

      საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500-სსმIII,№85, 14.07.2010წ.,მუხ.1228

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №500-სსმIII,№85,

14.07.2010წ.,მუხ.1228

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ”, №927, 08.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96202-1/