,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.12.2005 ძალადაკარგული 27.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1048
სარეგისტრაციო კოდი
010.100.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 14/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1048

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების და სარგებლობის წესებისა და პირობების დადგენის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის პირველი იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №582 ბრძანებულება - სსმ III, №136 04.10.2006  წ., მუხ.1889

2. საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 25 მარტის №188 ბრძანებულება - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.454

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 28 სექტემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1817

4. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 თებერვლის ბრძანებულება №61-ვებგვერდი,09.02.2011წ.

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის, მოქმედებისა და სარგებლობის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2.

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დებულება – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ”;

ბ) დასაბრუნებელი მოწმობა – უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი დროებითი სამგზავრო დოკუმენტი;

გ) დიპლომატიური წარმომადგენლობები – ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;

დ) საკონსულო დაწესებულება – ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;

ე) საკონსულო თანამდებობის პირი – ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება;  

ვ) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, მეზღვაურის წიგნაკი, მფრინავის მოწმობა, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა.

თავი II

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საფუძველები

    მუხლი 3.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზავრობისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით, მოქალაქის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №582 ბრძანებულება - სსმ III, №136 04.10.2006  წ., მუხ.1889

    მუხლი 4.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა:

ა) საქართველოს მოქალაქეებზე;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში;

გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებზე;

დ) საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მეზღვაურებზე;

ე) პირებზე, რომელთა საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება;

ე​1”) პირებზე, რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;

ვ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში დაბრუნების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;

ზ) პირზე, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №582 ბრძანებულება - სსმ III, №136 04.10.2006  წ., მუხ.1889

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 28 სექტემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1817

 

     მუხლი 5.

1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოებია:

ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა;

ბ) საკონსულო დაწესებულება.

2. საჭიროების შემთხვევაში, დასაბრუნებელ მოწმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გასცემს საკონსულო დეპარტამენტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 თებერვლის ბრძანებულება №61-ვებგვერდი,09.02.2011წ.

    მუხლი 6.

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესი

    მუხლი 7.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირადი განცხადების ან უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მომართვის, ხოლო ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №582 ბრძანებულება - სსმ III, №136 04.10.2006  წ., მუხ.1889

    მუხლი 8.

1. დასაბრუნებელი მოწმობა დაუყოვნებლივ გაიცემა, თუ პირი წარადგენს:

ა) საქართველოს პირადობის მოწმობას;

ბ) ვადაგასულ საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება;

გ) საქართველოს ბინადრობის მოწმობას;

დ) მეზღვაურის წიგნაკს;

ე) მფრინავის მოწმობას.

2. დასაბრუნებელი მოწმობა დაუყოვნებლივ გაიცემა ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №582 ბრძანებულება - სსმ III, №136 04.10.2006  წ., მუხ.1889

    მუხლი 9.

1. ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება დამაჯერებლად ივარაუდებოდეს შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:

ა) სამხედრო ბილეთი;

ბ) მართვის მოწმობა;

გ) დაბადების მოწმობა;

დ) სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა (ცნობა);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ვ) ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობითი დადასტურება პირის ვინაობის შესახებ;

ზ) ამ პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენისას საკონსულო თანამდებობის პირი ჩათვლის, რომ არ არის საკმარისი მონაცემები მოქალაქეობის დამაჯერებლად ვარაუდისათვის, კონსული უფლებამოსილია შეხვდეს პირს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონსული ამზადებს დასკვნას პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესაძლებლობის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და კონსულთან გავლილი გასაუბრების შედეგად არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება პირზე საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტაციას საკონსულო თანამდებობის პირი აგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია შეკითხვის გამომგზავნ დასაბრუნებელი მოწმობის გამცემ ორგანოს, ხოლო თუ პირის იდენტიფიცირება დაკავშირებულია მოკვლევის ჩატარების აუცილებლობასთან, აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

   მუხლი 9​1.

ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ე​1” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭიროა შ ე მდეგი დოკუმენტების წარდგენა:

ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამად ა სტურებელი დოკუმენტი;

ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს არ მიუღია შ ე საბამისი ქვეყნის მოქალაქეობა.

 საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 28 სექტემბრის ბრძანებულება №785 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1817

 

    მუხლი 10.

ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც პირის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილება დამაჯერებლად ივარაუდება, შესაძლებელია პირზე გაიცეს საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით დაადასტურებენ თავის ვალდებულებას პირის კვლავ თავის ტერიტორიაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მოგვიანებით ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ პირს, რომელზეც გაიცა დასაბრუნებელი მოწმობა, ფაქტობრივად არ გააჩნდა საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა, ან არ არსებობდა სხვა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი.

    მუხლი 11.

1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს და მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ერთჯერადად ერთი თვის ვადით.

2. გამონაკლის შემთხვევებში, დასაბრუნებელი მოწმობა შესაძლებელია გაიცეს სამ თვემდე მოქმედების ვადით, თუ:

ა) ეს დაკავშირებულია საქართველოში დასაბრუნებლად სატრანზიტო ვიზის მიღებასთან;

ბ) პირი იმყოფება სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა სამ თვემდე მოქმედების ვადით გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ქვეყნებში მყოფ პირებზე.

4. დაუშვებელია სამ თვემდე მოქმედების ვადით გაცემული დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 25 მარტის №188 ბრძანებულება - სსმ III, №31, 24.03.2010 წ., მუხ.454

    მუხლი 12.

დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა შესაძლო უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს განცხადების (მომართვის) მიღებიდან 45 დღისა.

    მუხლი 13.

დასაბრუნებელი მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომლის ნიმუშის დამტკიცება და დამზადების ორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“, №1048, 14.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96562-4/