სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2006 ბოლო ცვლილება 15.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.441
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 17/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (33)

შემდგომი ცვლილებები (32)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის პირველი პუნქტის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნდეს შემდეგი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

1. ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი

2. ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

3. კიბერნეტიკის ინსტიტუტი

4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი

5. ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

6. მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი

7. ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი

8. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი

9. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

10. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი

11. სეისმური მონიტორინგის ცენტრი

12. არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი

13. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი

14. გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი

15. რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი

16. პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი

17. რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

18. იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

19. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი

20. თბილისის ბოტანიკური ბაღი

21. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

22. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი

23. ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი

24. ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

25. ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი

26. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

27. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრი

28. ნიკო კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტი

29. ზოოლოგიის ინსტიტუტი

30. სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

31. მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი

32. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

33. არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი

34. კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი

35. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

36. ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

37. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

38. დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

39. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი

40. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

41. ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი

42. პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

43. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

44. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი

45. კონსტანტინე ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი

46. ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი

47. მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტი

48. მეფუტკრეობის ინსტიტუტი

49. აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი

50. იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი

51. მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი

52. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი

53. კვების მრეწველობის ინსტიტუტი

54. მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი

55. სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის ცენტრი

56. სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი

57. ბიოტექნოლოგიის ცენტრი

58. კლიმატური გამოცდის ცენტრი

59. მასალათა გამოცდის ცენტრი

60. მიხეილ რჩეულიშვილის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

61. აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტი

62. ინსტიტუტი ,,ოპტიკა“

63. ინსტიტუტი ,,ავტომატმრეწვი“

64. ინსტიტუტი ,,ტალღა“

65. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

66. სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრი

67. ინსტიტუტი ,,ტექინფორმი“

68. ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №74-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.522

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) 2 თვეში უზრუნველყოს პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროებითი წესდებების დამტკიცება და მათი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის მიზნით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე):

ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის მოძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით;

ბ) 2 თვეში შეიმუშაოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის ხელსაყრელ თანამედროვე გარემოში განთავსების მექანიზმები;

გ) 2 თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმოადგინოს წინადადებები მეცნიერების დაფინანსების გაზრდის მიზნით ქონების ეფექტიანი მართვის მექანიზმების თაობაზე.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება  №74-სსმ III, №46, 05.04.2006წ; მუხ.522

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“, №58, 16.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.441 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9658-1/